რობოტიკის სტარტაპმა Mecka AI-მ Sequoia-სგან 60 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა

სტარტაპმა Mecka AI-მ, რომელიც ჰუმანოიდური და სხვა ტიპის რობოტების გაწვრთნისთვის ადამიანური მოძრაობების მონაცემებს აგროვებს და ამუშავებს, B სერიის რაუნდში 60 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა. რაუნდს Sequoia ხელმძღვანელობდა, მასში მონაწილეობა კი Nvidia-მ, Microsoft-ის ვენჩურულმა ფონდმა M12-მა და სხვა ინვესტორებმა მიიღეს. კომპანიის საბაზრო შეფასება 500 მილიონ დოლარს შეადგენს.

2024 წელს დაარსებული სტარტაპი რობოტიკის სფეროში იმავე როლის შესრულებას გეგმავს, რასაც Scale AI, Mercor და Surge აკეთებენ დიდი ენობრივი მოდელებისთვის (LLM). Mecka ადამიანებს უხდის თანხას ყოველდღიური საქმიანობის, მაგალითად, ყავის მოდუღების ან ავტომობილის შეკეთების ჩასაწერად, რისთვისაც ისინი სპეციალურ სენსორებსა და სმარტფონებს იყენებენ.

ბაზარზე არსებობენ სხვა მოთამაშეებიც, რომლებიც რობოტების გაწვრთნისთვის რეალურ მონაცემებს აგროვებენ, მათ შორის XDOF, რომლის შეფასებამაც, გავრცელებული ინფორმაციით, 1.2 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამასთან, მონაცემთა პლატფორმები, რომლებიც თავდაპირველად LLM-ებზე იყვნენ ფოკუსირებულნი, როგორიცაა Scale AI და Micro1, აქტიურად ფართოვდებიან რობოტიკის მიმართულებით.

წყარო: techcrunch.com