
Microsoft-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Satya Nadella-მ განაცხადა, რომ AI აგენტების განვითარება ინტერნეტის ეკონომიკურ საფუძვლებს შეცვლის. ეს ცვლილება განსაკუთრებით იმოქმედებს იმ კომპანიების ბიზნესმოდელებზე, რომლებიც რეკლამასა და ე.წ. ადამიანური ვებ-ტრაფიკის მოზიდვაზე არიან დამოკიდებულნი.
The New York Times DealBook Summit-ზე საუბრისას Nadella-მ აღნიშნა, რომ გადასვლა აგენტურულ ვებ-სივრცეზე შეცვლის იმ კომპანიების ჩამონათვალს, რომლებიც ტრაფიკსა და ტრანზაქციებში იხდიან. მისი თქმით, ეს პროცესი Yahoo-ს მსგავსი პორტალებიდან Google-ის ტიპის საძიებო სისტემებზე გადასვლის ანალოგიურია.
Nadella-ს განმარტებით, კომპანიები, რომლებიც ამჟამად რეკლამების მონეტიზაციას მომხმარებელთა ყურადღების ხარჯზე ახდენენ, იძულებულნი იქნებიან ბიზნესმოდელები გადაახალისონ და უფრო მეტად ტრანზაქციულ მოდელებზე გადავიდნენ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ AI აგენტების უგულებელყოფა ბიზნესისთვის წამგებიანი იქნება.
დისკუსიისას საუბარი შეეხო Amazon-ის გადაწყვეტილებას, რომელმაც AI აგენტებს თავის საცალო პლატფორმაზე წვდომა შეუზღუდა. Nadella-ს აზრით, კომპანიები, რომლებიც არსებული ბიზნესმოდელების დაცვას ცდილობენ, შესაძლოა კონკურენტუნარიანობას კარგავენ. მაგალითად, თუ Amazon აგენტებს დაბლოკავს, Shopify-ის მსგავსმა პლატფორმებმა, რომლებიც მათ დაუშვებენ, შესაძლოა მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვონ.
დასასრულს, Nadella-მ აღნიშნა, რომ ბიზნესები, რომლებიც ზედმეტად არიან მიჯაჭვულნი ძველ მოდელებს, იძულებულნი იქნებიან სწრაფად მოერგონ ახალ რეალობას, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ბაზარზე პოზიციებს დაკარგავენ.
წყარო: techcrunch.com






