
Anthropic-ის შემოსავლები არა მხოლოდ ისტორიული ტემპით იზრდება, არამედ აჩქარებასაც განაგრძობს. Bloomberg-ის ინფორმაციით, ივლისის ბოლოს კომპანიის წლიურმა შემოსავლის მაჩვენებელმა (ARR) 65 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც მნიშვნელოვანი ზრდაა მაისში დაფიქსირებულ 47 მილიარდთან და გასული წლის ბოლოს არსებულ 9 მილიარდ დოლართან შედარებით.
ინვესტორები მოელიან, რომ ზრდის ეს ტემპი წლის ბოლომდე შენარჩუნდება და 2026 წელს კომპანიის შემოსავალი 100-დან 120 მილიარდ დოლარამდე იქნება. შედარებისთვის, კონკურენტმა OpenAI-მ შემოსავალი 20-დან 40 მილიარდ დოლარამდე გააორმაგა.
მიუხედავად იმისა, რომ კომპანიები შემოსავლების გამოთვლის განსხვავებულ მეთოდოლოგიას იყენებენ, Anthropic-ის ზრდის დინამიკა ინვესტორებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია. ორივე კომპანიას უკვე შეტანილი აქვს კონფიდენციალური განაცხადი IPO-სთვის. მოსალოდნელია, რომ Anthropic საფონდო ბირჟაზე OpenAI-მდე, შესაძლოა უკვე ამ შემოდგომაზე, გავა. Financial Times-ის ცნობით, კომპანია 2 ტრილიონი დოლარის ან მეტი საბაზრო კაპიტალიზაციის მიღწევას გეგმავს, რაც ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საჯარო განთავსება იქნება.
წყარო: techcrunch.com






