
შვედური „vibe-coding“ სტარტაპი Lovable მოლაპარაკებებს აწარმოებს 300 მილიონი დოლარის მოზიდვის თაობაზე. Sifted-ის ინფორმაციით, გარიგების შედეგად კომპანიის საბაზრო ღირებულება 13.2 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რაც ზუსტად ორჯერ აღემატება გასული წლის დეკემბერში დაფიქსირებულ 6.6 მილიარდიან შეფასებას. საინვესტიციო რაუნდს, სავარაუდოდ, Menlo Ventures უხელმძღვანელებს.
სამ წელზე ნაკლები ასაკის სტარტაპმა ივნისისთვის უკვე მიაღწია 500 მილიონი დოლარის წლიურ შემოსავალს (ARR). Lovable-ის პლატფორმით სარგებლობენ როგორც ინდივიდუალური დიზაინერები და დამფუძნებლები, ისე მსხვილი კორპორაციები, მათ შორის Workday, Asana და Nvidia.
„Vibe coding“, რომელიც მომხმარებელს პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის საშუალებას მხოლოდ აღწერილობის საფუძველზე აძლევს, ხელოვნური ინტელექტის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მომგებიანი მიმართულებაა. ამ სექტორში სხვა წარმატებულ მოთამაშეებს შორისაა Replit, რომელიც მარტში 9 მილიარდ დოლარად შეფასდა, და Factory, რომელმაც აპრილში 1.5 მილიარდიანი შეფასებით 150 მილიონი დოლარი მოიზიდა. აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში SpaceX-მა დეველოპერებისთვის განკუთვნილი „vibe-coding“ პლატფორმა Cursor 60 მილიარდ დოლარად შეიძინა.
წყარო: techcrunch.com






