
Lovable-ის წლიურმა შემოსავალმა (ARR) 600 მილიონ დოლარს მიაღწია, - ამის შესახებ კომპანიის თანადამფუძნებელმა ფაბიან ჰედინმა ამსტერდამში გამართულ HumanX-ის სამიტზე განაცხადა. შედარებისთვის, ივნისში ეს მაჩვენებელი 500 მილიონ დოლარს შეადგენდა.
ჰედინის თქმით, სტარტაპი აქცენტს კორპორატიულ სექტორზე აკეთებს და ამჟამად Fortune 500-ის კომპანიების ორი მესამედი უკვე იყენებს მათ პლატფორმას. Lovable-ის კლიენტებს შორის არიან ისეთი ტექნოლოგიური გიგანტები, როგორებიც არიან Microsoft, Nvidia და Deutsche Telekom.
პლატფორმის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ის მხოლოდ კოდს კი არ ქმნის, არამედ სრულფასოვან პროდუქტს. „ჩვენ ვუზრუნველყოფთ ჰოსტინგს, დეპლოიმენტს და აპლიკაციების მასშტაბირებას. ჩვენს პლატფორმაზე შექმნილი აპლიკაციები თვეში თითქმის მილიარდ ნახვას აგროვებს, რაც თავად Lovable-ის ტრაფიკს ბევრად აღემატება“, - აღნიშნა ჰედინმა.
კომპანიამ რვა თვის განმავლობაში ორი საინვესტიციო რაუნდით 700 მილიონ დოლარზე მეტი მოიზიდა. გასული წლის დეკემბერში სტარტაპმა 300 მილიონი დოლარი მიიღო 6.6 მილიარდი დოლარის შეფასებით, ხოლო მიმდინარე წლის აგვისტოში, 400 მილიონი დოლარის მოზიდვის შემდეგ, მისი საბაზრო ღირებულება 13.3 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
წყარო: techcrunch.com






