Flow Engineering-მა 750 მილიონი დოლარის შეფასებით 50 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა

სან-ფრანცისკოში დაფუძნებულმა სტარტაპმა Flow Engineering-მა, რომელიც აპარატურული უზრუნველყოფის (hardware) დიზაინისთვის AI ინსტრუმენტებს ავითარებს, B სერიის რაუნდში 50 მილიონი დოლარი მოიზიდა. კომპანიის საბაზრო შეფასებამ 750 მილიონ დოლარს მიაღწია.

ინვესტიციის რაუნდს სათავეში ჩაუდგნენ Antonio Gracias (Valar Equity Partners) და Gavin Baker (Atreides Management). აღსანიშნავია, რომ ორივე ინვესტორი ცნობილია Elon Musk-ის კომპანიების, მათ შორის SpaceX-ისა და Cerebras-ის მხარდაჭერით. რაუნდში მონაწილეობა მიიღო Sequoia Capital-მაც, რომელმაც გასული წლის ოქტომბერში კომპანიის A სერიის დაფინანსება უზრუნველყო. ინვესტორთა ჯგუფს შეუერთდა Sequoia-ს ყოფილი პარტნიორი Roelof Botha, რომელიც ამიერიდან Flow-ს დირექტორთა საბჭოს წევრიც იქნება.

სამი წლის სტარტაპი აპარატურული დიზაინის სირთულეებს AI აგენტების მეშვეობით წყვეტს. ტექნოლოგია ავტომატურად ახდენს CAD ნახაზების სინქრონიზაციას პროდუქტის მოთხოვნებთან, სიმულაციურ შედეგებთან და ტესტირების მონაცემებთან. Flow Engineering-ის კლიენტებს შორის არიან ისეთი გიგანტები, როგორებიცაა Anduril, Rivian, Joby Aviation, General Motors PPU, Stoke Space და სხვა.

წყარო: techcrunch.com