AI სტარტაპი Baseten 1.5 მილიარდი დოლარის მოზიდვას გეგმავს

AI ინფრასტრუქტურული კომპანია Baseten 1.5 მილიარდი დოლარის მოზიდვის პროცესს ასრულებს, რაც კომპანიის საბაზრო ღირებულებას 13 მილიარდ დოლარამდე გაზრდის. აღსანიშნავია, რომ სულ რაღაც ხუთი თვის წინ სტარტაპმა 300 მილიონი დოლარის Series E რაუნდი დახურა, მაშინ მისი შეფასება 5 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

თუ გარიგება შედგა, კომპანიის ღირებულება ნახევარ წელზე ნაკლებ დროში 160%-ით გაიზრდება. Wall Street Journal-ის ცნობით, საუბარია ე.წ. „split-priced“ რაუნდზე, სადაც ინვესტორების ნაწილი კომპანიას 13 მილიარდად, ხოლო ნაწილი 11 მილიარდ დოლარად აფასებს. რაუნდს ლიდერობენ Spark Capital, Sands Capital, Altimeter Capital და Wellington Management.

2019 წელს დაარსებული Baseten ე.წ. „inference gold rush“-ის მთავარი ბენეფიციარია. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს AI მოდელების სწრაფ და ხარჯთეფექტურ მუშაობას, მოთხოვნების ოპტიმიზაციითა და ღია კოდის ალტერნატივების ჭკვიანური გამოყენებით.

წყარო: techcrunch.com