AI აგენტმა სტარტაპს 100 მილიონი დოლარის ინვესტიციის მოზიდვაში დაეხმარა

ტექნოლოგიურ სამყაროში უპრეცედენტო შემთხვევა დაფიქსირდა: Jersey City-ში დაფუძნებულმა სტარტაპმა Lyzr-მა, რომელიც საწარმოებისთვის AI აგენტების შექმნაზე მუშაობს, საკუთარი 100 მილიონი დოლარის მოცულობის Series B რაუნდი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით დახურა.

კომპანიის მიერ შექმნილმა სისტემამ, სახელად SivaClaw, 130-ზე მეტ ინვესტორთან კომუნიკაცია, საინვესტიციო მემორანდუმების მომზადება და პრეზენტაციის სლაიდების ანალიზი სრულად ავტომატურ რეჟიმში განახორციელა. შედეგად, სტარტაპმა 500 მილიონი დოლარის შეფასებით 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა.

ყველაზე შთამბეჭდავი დეტალი ისაა, რომ დამფუძნებლებს არ დასჭირვებიათ ტრადიციული შეხვედრები და მივლინებები ინვესტორებთან შესახვედრად. სისტემამ სილიკონის ველიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და ფინანსური სექტორიდან ჯამში 400 მილიონი დოლარის ინტერესი მიიპყრო. ეს შემთხვევა ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად დიდია კაპიტალის მოთხოვნა AI სექტორში და როგორ ცვლის ავტომატიზაცია სტარტაპების დაფინანსების ტრადიციულ მოდელს.

წყარო: techcrunch.com