
როდესაც ბლეიკ რესნიკს ვესაუბრები, ის სიეტლში თავისი დრონების სტარტაპის ახალ ოფისში იმყოფება. კომპანია, სახელად Brinc, საჯარო უსაფრთხოების სექტორზეა ფოკუსირებული და აშშ-ის პოლიციასა და საჯარო უწყებებს დრონებს აწვდის. რესნიკის მიზანია, Brinc დასავლეთის DJI გახდეს.
ყოფილმა Thiel Fellow-მ, Brinc 2017 წელს დააარსა. მისი ერთ-ერთი პირველი seed ინვესტორი Sam Altman იყო. მას შემდეგ სტარტაპმა არაერთი დაფინანსების რაუნდი მოიზიდა და ამჟამად მისი შეფასება თითქმის ნახევარ მილიარდ დოლარს აღწევს.
ახლახან Brinc-მა ახალი საჯარო უსაფრთხოების დრონი, სახელწოდებით Guardian წარადგინა. რესნიკის თქმით, ეს არის ყველაზე მიახლოებული ტექნოლოგია პოლიციის ვერტმფრენის ჩასანაცვლებლად. Guardian-ს 60 მილი/სთ სიჩქარის განვითარება და 62 წუთის განმავლობაში ფრენა შეუძლია. იგი აღჭურვილია თერმული და ორი 4K კამერით, რომლებსაც მასშტაბირების (zoom) მძლავრი ფუნქცია აქვთ. გარდა ამისა, დრონს აქვს პროჟექტორი და პოლიციის სირენაზე ხმამაღალი დინამიკი.
დრონის სადგური, რომელსაც Brinc "charging nest"-ს უწოდებს, ბატარეის ავტომატურ შეცვლას უზრუნველყოფს და ადამიანის ჩარევის გარეშე შეუძლია ისეთი კრიტიკული მარაგების მიწოდება, როგორიცაა დეფიბრილატორები და Narcan. გარდა ამისა, Guardian არის პირველი დრონი, რომელსაც Starlink-ის პანელი პირდაპირ კორპუსში აქვს ჩაშენებული, რაც მას გლობალურად შეუზღუდავ კავშირს ანიჭებს.
რესნიკი საჯარო უსაფრთხოების სფეროში დიდ პოტენციალს ხედავს და ბაზარს $6-$8 მილიარდად აფასებს. ამასთან ერთად, აშშ-ის მთავრობის მიერ უცხოური წარმოების დრონების შეზღუდვამ Brinc-ისთვის უზარმაზარი შესაძლებლობები გააჩინა, რათა თავისუფალი სამყაროს წამყვანი დრონების მწარმოებელი გახდეს.
წყარო: techcrunch.com







