
მარკეტინგული პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელმა სტარტაპმა Profound-მა, რომელიც ბრენდებს AI საძიებო სისტემებში პოზიციონირებაში ეხმარება, 180 მილიონი დოლარის ოდენობის Series D რაუნდი დახურა. შედეგად, კომპანიის საბაზრო შეფასებამ 1.8 მილიარდ დოლარს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ ეს შედეგი კომპანიამ წინა, 96 მილიონიანი Series C რაუნდიდან სულ რაღაც შვიდ თვეში დააფიქსირა.
ინვესტიციის რაუნდს სათავეში Sequoia და Kleiner Perkins ჩაუდგნენ. პროცესში მონაწილეობა მიიღეს არსებულმა ინვესტორებმაც, მათ შორის Lightspeed Venture Partners-მა, Khosla Ventures-მა და South Park Commons-მა.
ორი წლის წინ დაარსებული Profound თავდაპირველად ანალიტიკურ პლატფორმად ჩამოყალიბდა, თუმცა დღეს ის კომპანიებს მარკეტინგული სტრატეგიების დაგეგმვასა და კვლევაში ეხმარება. სტარტაპის მთავარი მიზანია, დაეხმაროს ბიზნესებს იმის გააზრებაში, თუ როგორ აღმოაჩენენ მომხმარებლები მათ ბრენდებს ხელოვნური ინტელექტის საშუალებით.
Profound წარმოადგენს GEO (Generative Engine Optimization) და AEO (Answer Engine Optimization) სფეროს სტარტაპების ახალ ტალღას, რომლებიც ცდილობენ, ბრენდების პროდუქტები იმ AI სისტემებში გამოაჩინონ, რომლებსაც მომხმარებლები საძიებო მიზნებისთვის სულ უფრო აქტიურად იყენებენ.
კომპანიის მონაცემებით, ბოლო ექვს თვეში მათი შემოსავალი სამჯერ გაიზარდა. ამჟამად Profound 1,000-ზე მეტ კორპორატიულ კლიენტს ემსახურება, მათ შორის ისეთ გიგანტებს, როგორებიცაა Comcast, The Estée Lauder Companies და Walmart.
წყარო: techcrunch.com






