
ახალი Crunchbase-ის მონაცემების მიხედვით, 2026 წლის პირველ კვარტალში სტარტაპებში გლობალურმა ინვესტიციებმა $297 მილიარდს მიაღწია და ყველა რეკორდი მოხსნა. ეს წინა კვარტალში მოზიდულ $118 მილიარდთან შედარებით 2.5-ჯერ მეტია და აჭარბებს 2019 წლამდე არსებულ სრული წლის გლობალური VC აქტივობის მაჩვენებლებს.
ეს უპრეცედენტო ზრდა განაპირობა მხოლოდ ოთხმა უზარმაზარმა გარიგებამ, რომელთაგან თითოეული თავისთავად სარეკორდო იყო.
- გასულ თვეში OpenAI-მ განაცხადა, რომ $122 მილიარდის მოზიდვის შემდეგ მისი შეფასება $852 მილიარდს შეადგენს. ამით ChatGPT-ის შემქმნელმა კომპანიამ მოხსნა ისტორიაში ყველაზე დიდი დაფინანსების რაუნდის საკუთარი წინა რეკორდი ($40 მილიარდი).
- მთავარმა კონკურენტმა, Anthropic-მა $30 მილიარდი მოიზიდა ($380 მილიარდიანი შეფასებით), რაც მას ისტორიაში სიდიდით მესამე VC რაუნდად აქცევს.
- დანარჩენი ორი მეგა-გარიგება მოიცავდა xAI-ის მიერ მოზიდულ $20 მილიარდსა და Waymo-ს $16 მილიარდიან რაუნდს.
ამ ოთხმა რაუნდმა ჯამში $188 მილიარდი შეადგინა, რაც კვარტალში მოზიდული მთლიანი დაფინანსების 63%-ზე მეტია.
მიუხედავად იმისა, რომ ამ გარიგებების გამოკლებით დაფინანსების პროცესი უფრო სტაბილურ ტრაექტორიას მიჰყვება, ინვესტორები და დამფუძნებლები აღნიშნავენ, რომ seed-სტადიის AI სტარტაპები ახლა ბევრად უფრო დიდ თანხებს და მაღალ შეფასებებს იღებენ, ვიდრე ოდესმე.
წყარო: techcrunch.com







