სამხრეთ კორეა ნახევარგამტარების წარმოებაში 550 მილიარდ დოლარზე მეტს აბანდებს

მსოფლიოს ორი უმსხვილესი მეხსიერების ჩიპების მწარმოებელი კომპანია სამხრეთ კორეის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში 518 მილიარდი დოლარის ინვესტიციას გეგმავს. პროექტი ითვალისწინებს ოთხი ახალი ქარხნის მშენებლობას, რაც ქვეყნის მასშტაბურ სტრატეგიულ გეგმას – ნახევარგამტარების, AI მონაცემთა ცენტრებისა და ფიზიკური AI-ის განვითარებას – უკავშირდება.

სამხრეთ კორეის ტექნოლოგიურმა გიგანტებმა, მათ შორის Samsung-მა და SK Hynix-მა, AI-ის ინფრასტრუქტურის გაძლიერების მიზნით, ჯამში 900 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის ვალდებულება აიღეს. ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს გლობალური „RAMageddon“-ის, ანუ მეხსიერების ჩიპების დეფიციტის დაძლევას, რომელიც ხელოვნური ინტელექტის სწრაფმა განვითარებამ გამოიწვია.

პრეზიდენტმა ჯე მიუნგ ლიმ აღნიშნა, რომ ნახევარგამტარები, ფიზიკური AI და მონაცემთა ცენტრები სამხრეთ კორეის მომავალი ინდუსტრიული ეპოქის სამი მთავარი ღერძია. მისი თქმით, სეულის მიმდებარე არსებული საწარმოო სიმძლავრეები უკვე ამოწურულია, ამიტომ ინვესტიციების დივერსიფიკაცია ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით აუცილებელია.

Samsung-მა და SK Group-მა უკვე წარადგინეს გრძელვადიანი საინვესტიციო გეგმები, რომლებიც მოიცავს როგორც ჩიპების წარმოების გაფართოებას, ისე 15 გიგავატამდე სიმძლავრის AI მონაცემთა ცენტრების მშენებლობას. მიუხედავად ამბიციური გეგმებისა, ექსპერტები აფრთხილებენ ბაზარს, რომ ნახევარგამტარების ინდუსტრიაში მსგავსი მასშტაბის პროექტები მაღალ რისკებთანაა დაკავშირებული, რადგან მოთხოვნის ცვლილებამ შესაძლოა მომავალში ჭარბი წარმოება და ფასების ვარდნა გამოიწვიოს.

წყარო: techcrunch.com