
ინვესტორები წლებია Y Combinator-ის Demo Day-ს სტუმრობენ პერსპექტიული სტარტაპების აღმოსაჩენად. აქსელერატორმა უკვე შექმნა მსოფლიოს უდიდესი ტექნოლოგიური კომპანიები, მათ შორის Airbnb, Reddit, Dropbox, Zapier და Stripe.
YC-ის Winter 2026-ის წარმოდგენილ სტარტაპებს შორის საუკეთესოების გამოსავლენად, ვენჩურული კაპიტალის (VC) ათამდე ინვესტორს ვესაუბრეთ. სიაში მოსახვედრად, სტარტაპი მინიმუმ ორ სხვადასხვა ინვესტორს უნდა დაესახელებინა ფავორიტად. რამდენიმე სტარტაპმა უკვე მოიზიდა დაფინანსება $100 მილიონიანი შეფასებით (მათ უკვე აქვთ $1 მილიონზე მეტი წლიური შემოსავალი - ARR). თუმცა, ამ კვარტალში სტანდარტული შეფასებაც კი დაახლოებით $30 მილიონს აღწევს, რაც seed ეტაპის საშუალო მაჩვენებელზე ორჯერ მეტია.
წარმოგიდგენთ რჩეულთა სიას:
Beyond Reach Labs
- რას ქმნის: სატელიტებისთვის განკუთვნილ გასაშლელ მზის პანელებს.
- რატომ მოსწონთ: მზის პანელები გაშვებისას სასადილო მაგიდის ზომისაა, ორბიტაზე კი ფეხბურთის მოედნის ხელა ხდება. ეს სისტემა ენერგიას 10-ჯერ ზრდის, ხარჯებს კი 88%-ით ამცირებს. 2027 წლისთვის ფრენა უკვე დაგეგმილია და წამყვანი კოსმოსური კომპანიებისგან $325 მილიონის ღირებულების წერილობითი ინტერესი (LOI) აქვთ მიღებული.
Byteport
- რას ქმნის: ფაილების გადაცემის ულტრასწრაფ პროტოკოლს.
- რატომ მოსწონთ: დამფუძნებლის თქმით, ტრადიციული TCP პროტოკოლი AI ეპოქისთვის ძალიან ნელია. მან შექმნა DART, რომელსაც დიდი ფაილების გადატანა TCP-ზე 10-ჯერ, ხოლო სტაბილური კავშირისას 1500-ჯერ უფრო სწრაფად შეუძლია.
Hex Security
- რას ქმნის: AI-ზე დაფუძნებულ უსაფრთხოების უწყვეტი ტესტირების ხელსაწყოებს.
- რატომ მოსწონთ: ჰაკერების წინააღმდეგ, Hex ქმნის AI აგენტებს, რომლებიც ინფრასტრუქტურის სისუსტეებს მუდმივად ამოწმებენ. სტარტაპმა 8 კვირაში $1 მილიონზე მეტ ARR-ს მიაღწია, რის გამოც ინვესტორები მასში ინვესტირებისთვის ფაქტობრივად იბრძოდნენ.
Grazemate
- რას ქმნის: ავტონომიურ დრონებს პირუტყვის სამწყემსად და მონიტორინგისთვის.
- რატომ მოსწონთ: დიდ რანჩოებზე პირუტყვის გადაყვანა რთული და ძვირადღირებული პროცესია. GrazeMate-ის დრონებს შეუძლიათ პირუტყვის მართვა, წონის, ბალახის მარაგისა და ზრდის შეფასება და წინასწარ განსაზღვრული მარშრუტების შესრულება.
GRU Space
- რას ქმნის: მთვარის მუდმივ ინფრასტრუქტურას, დაწყებული სასტუმროთი.
- რატომ მოსწონთ: მათ შექმნეს "მთვარის ქარხანა", რომელიც მთვარის ნიადაგს სამშენებლო აგურებად აქცევს. მიზანია 2032 წლისთვის მთვარეზე პირველი ლუქს-სასტუმრო გახსნან. კომპანიას უკვე აქვს $500 მილიონიანი წინასწარი შეთანხმებები.
Luel
- რას ქმნის: მონაცემთა მარკეტპლეისს მულტიმოდალური AI-ის დასატრენინგებლად.
- რატომ მოსწონთ: Luel აკავშირებს AI მოდელების შემქმნელებს კონტრიბუტორებთან, რომლებიც ყოველდღიური აქტივობების მონაცემებს აზიარებენ. კომპანიამ 6 კვირაში თითქმის $2 მილიონის ARR გამოიმუშავა.
Pax Historia
- რას ქმნის: ალტერნატიული ისტორიის სტრატეგიულ თამაშს AI-ის გამოყენებით.
- რატომ მოსწონთ: გენერაციული AI-ის დახმარებით, თამაში უსასრულო და რთულ გეოპოლიტიკურ სცენარებს პასუხობს. თამაშს ყოველდღიურად უკვე 35,000 მომხმარებელი ჰყავს.
Stilta
- რას ქმნის: Agentic AI ინტელექტუალური საკუთრებისა და პატენტების იურისტებისთვის.
- რატომ მოსწონთ: საპატენტო დავები ხშირად დოკუმენტების ხელით დამუშავების გამო ძვირი ჯდება. Stilta-ს AI აგენტს შეუძლია პატენტების მოძიება და ანალიზი, რაც ზოგავს დროს და ხარჯებს. სისტემას უკვე იყენებენ Roche-ს იურისტები.
წყარო: techcrunch.com







