
სინგაპურში დაფუძნებულმა ვიდეო-გენერაციის სტარტაპმა PixVerse-მა Series C რაუნდის გაფართოების ფარგლებში 439 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა. ამ ახალი კაპიტალის მოზიდვით, კომპანიის საბაზრო შეფასებამ 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. სტარტაპი მიღებულ სახსრებს საკუთარი „world model“-ის განვითარებასა და გლობალურ ბაზრებზე გაფართოებისთვის გამოიყენებს.
PixVerse 2023 წელს ვანგ ჩანგჰუმ და ჯეიდენ სემ დააარსეს. ჩანგჰუს მანამდე ByteDance-ში კომპიუტერული ხედვის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჰქონდა, ხოლო სე საინვესტიციო ფირმა Lighthouse Capital-ის აღმასრულებელი დირექტორი იყო. კომპანიის პორტფელი მოიცავს V-Series (მომხმარებლებისა და API-სთვის), C-Series (პროფესიონალური კინო და კომერციული სამუშაოებისთვის) და R-Series (თამაშების განვითარებისა და ვირტუალური სამყაროს შექმნისთვის) მოდელებს.
პლატფორმა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, შექმნან 4k რეზოლუციის ვიდეოები თანდართული აუდიოთი. სტარტაპის მონაცემებით, მათ პლატფორმაზე 150 მილიონზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელია, ხოლო ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობა 15 მილიონს აღწევს. ჯეიდენ სეს თქმით, მათი მთავარი კონკურენტული უპირატესობა მონაცემთა მარკირების უნიკალურ მეთოდოლოგიაშია, რომელიც ByteDance-ის გამოცდილებაზეა დაფუძნებული.
მიმდინარე წელს PixVerse გეგმავს საწარმოო სექტორში გაფართოებას და ახალი V-Series მოდელების გამოშვებას. კომპანია, რომელიც ამჟამად 150 თანამშრომელს აერთიანებს სინგაპურში, პეკინსა და შანხაიში, აქტიურად აგრძელებს კვლევითი და გაყიდვების გუნდების გაძლიერებას.
წყარო: techcrunch.com






