
YouTube AI-ზე დაფუძნებული deepfake ამოცნობის ხელსაწყოს აფართოებს და მას 18 წელს ზემოთ მყოფი ყველა მომხმარებლისთვის ხდის ხელმისაწვდომს. ეს ნიშნავს, რომ პლატფორმა უკვე ნებისმიერ მსურველს დაეხმარება საკუთარი ვიზუალის მქონე პოტენციური deepfake კონტენტის პოვნაში.
ფუნქცია იყენებს მომხმარებლის სახის სკანირებას და ამ მონაცემებზე დაყრდნობით აკონტროლებს პლატფორმაზე ატვირთულ ვიდეოებს. დამთხვევის შემთხვევაში, YouTube აფრთხილებს მომხმარებელს, რომელსაც კონტენტის წაშლის მოთხოვნის უფლება აქვს.
საწყის ეტაპზე, კომპანია ამ ფუნქციას მხოლოდ კონტენტ კრეატორებთან ტესტავდა, მოგვიანებით კი ის პოლიტიკოსებზე, ჟურნალისტებსა და გასართობი ინდუსტრიის წარმომადგენლებზეც გავრცელდა. 18 წელს გადაცილებული ნებისმიერი პირისთვის მისი ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან რიგით მომხმარებლებს ეძლევათ საშუალება, მუდმივად აკონტროლონ საკუთარი იდენტობის გამოყენების ფაქტები. წაშლის მოთხოვნები ფასდება კონფიდენციალურობის პოლიტიკის მიხედვით. გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებულია ისეთი კრიტერიუმები, როგორიცაა: რამდენად რეალისტურია კონტენტი, აქვს თუ არა AI გენერირებულის მონიშვნა და შესაძლებელია თუ არა პირის უნიკალურად იდენტიფიცირება. აღსანიშნავია, რომ ინსტრუმენტი არ ეხება პაროდიასა თუ სატირას და აანალიზებს მხოლოდ სახეს. მომხმარებლებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ პროგრამიდან გასვლა და საკუთარი მონაცემების წაშლა.
კომპანიის სპიკერის, Jack Malon-ის განცხადებით, დაცვის ერთნაირი დონე ექნება ყველას, მიუხედავად იმისა, წლებია კრეატორია თუ ახლა იწყებს საქმიანობას.
მიუხედავად იმისა, რომ deepfake კონტენტი ხშირად ცნობილი სახეებისკენაა მიმართული, დამაჯერებელი ციფრული ასლების შექმნის შესაძლებლობა რიგითი მოქალაქეებისთვისაც დიდ საფრთხეს წარმოადგენს, რასაც ბოლოდროინდელი ინციდენტებიც მოწმობს.
წყარო: theverge.com







