
Y Combinator-ის ღონისძიებაზე Sam Altman-მა გააკეთა შეთავაზება, რომელსაც YC-ის პარტნიორმა Tyler Bosmeny-მ "mic drop" მომენტი უწოდა. Altman-მა მიმდინარე ნაკადის ყველა სტარტაპს შესთავაზა $2 მილიონის ღირებულების OpenAI ტოკენები, წილის (equity) სანაცვლოდ.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, OpenAI ინვესტიციას განახორციელებს მთელ კლასში (დაახლოებით 169 სტარტაპი), არა ნაღდი ფულით, არამედ AI ტოკენებით. გარიგება სტრუქტურირებულია როგორც "uncapped SAFE", რაც იმას ნიშნავს, რომ კონვერტაცია მოხდება შემდეგ "priced" რაუნდში, რომელიც, როგორც წესი, Series A-ს წარმოადგენს.
OpenAI-სთვის ეს გარიგება ორმხრივად მომგებიანია. გარდა იმისა, რომ იღებს წილს ადრეული ეტაპის კომპანიებში, ის ასევე უბიძგებს სტარტაპებს, ააშენონ თავიანთი ბიზნესი OpenAI-ის ეკოსისტემაში, რითაც კონკურენტებზე (მაგალითად, Anthropic) გადასვლის ალბათობას ამცირებს.
ამ შეთავაზებას განსხვავებული შეფასებები მოჰყვა. მხარდამჭერები თვლიან, რომ ეს სტარტაპებს უზარმაზარ AI ინფრასტრუქტურულ ხარჯებს დაუზოგავს. თუმცა, ინვესტორები, როგორიცაა Jason Calacanis, აფრთხილებენ დამფუძნებლებს: "არსებობს რისკი, რომ OpenAI შეისწავლის თქვენს პროდუქტს და თავად დააკოპირებს იდეას."
მთავარი კითხვა YC-ის ამ ნაკადისთვის არის ის, უღირს თუ არა სტარტაპს დამატებითი წილის დათმობა ტოკენების სანაცვლოდ. სტარტაპებისთვის წილი უაღრესად ძვირფასი რესურსია, რომელსაც იყენებენ როგორც ინვესტორების მოსაზიდად, ისე ადრეული თანამშრომლების საკომპენსაციოდ. მიუხედავად ამისა, ეს შეიძლება მაინც სჯობდეს ტოკენებში ნაღდი ფულის გადახდას, რაც განვითარების ადრეულ ეტაპზე კიდევ უფრო მწირი რესურსია.
წყარო: techcrunch.com







