
AI აგენტები სულ უფრო დახვეწილები ხდებიან. ისინი უკვე აღარ შემოიფარგლებიან მხოლოდ კითხვებზე პასუხის გაცემით და გადადიან კომპლექსური, მრავალეტაპიანი ამოცანების ავტონომიურად შესრულებაზე. თუმცა, სანამ მათ ფინანსური ანალიზის ან სხვა კრიტიკული დავალებების შესრულებას ვანდობთ, აუცილებელია მათი საიმედოობის შემოწმება სხვადასხვა რეალურ სცენარში.
2023 წელს Meta AI-ის ყოფილი მკვლევრების, ანანდ კანაპანისა და რებეკა ციანის მიერ დაარსებულმა სტარტაპმა Patronus AI-მ შეიმუშავა სიმულირებული ციფრული გარემო, სადაც AI აგენტების მუშაობის შეფასება ხდება. კომპანიამ ახლახან 50 მილიონი დოლარის ოდენობის Series B რაუნდი დახურა, რითაც მისმა საერთო დაფინანსებამ 70 მილიონ დოლარს მიაღწია.
Patronus AI იყენებს ე.წ. „ციფრული სამყაროს მოდელებს“, რომლებიც ვებსაიტებისა და შიდა სისტემების რეპლიკებს ქმნიან. ამ გარემოში აგენტები გადიან სტრეს-ტესტებს, სადაც მათი ქცევა ფასდება reinforcement learning-ის მეთოდით. ეს მიდგომა მსგავსია იმისა, თუ როგორ ავარჯიშებდა Waymo ავტონომიურ ავტომობილებს სინთეზურ სამყაროში, რათა ისინი იშვიათი საფრთხეებისთვის მოემზადებინა.
გლენ სოლომონის, Notable Capital-ის მმართველი დირექტორის თქმით, Patronus-ის მიმართ მოთხოვნა უკიდურესად მაღალია, რადგან სტარტაპი ეფექტურად ავლენს AI მოდელების მიერ დაშვებულ შეცდომებსა და „მოკლე გზების“ ძიების მცდელობებს. ამჟამად კომპანია ფოკუსირებულია პროგრამული უზრუნველყოფისა და ფინანსების სექტორებზე, თუმცა სამომავლოდ გეგმავს უფრო რთული, ნაკლებად ვერფიცირებადი პროცესების ათვისებასაც.
წყარო: techcrunch.com






