
ოთხშაბათს ბაზრის დახურვის შემდეგ, Nvidia-მ 26 აპრილს დასრულებული კვარტლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა და მორიგი რეკორდული შემოსავლის შესახებ განაცხადა. ამ სამი თვის განმავლობაში კომპანიამ $81.6 მილიარდის შემოსავალი მიიღო (წინა კვარტალთან შედარებით 20%-იანი ზრდა), ხოლო data center-ების მიმართულებით შემოსავალმა რეკორდულ ნიშნულს, $75.2 მილიარდს მიაღწია. ამ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, კომპანია $80 მილიარდის ღირებულების აქციების გამოსყიდვას (share repurchases) იწყებს.
„ჩვენი Blackwell არქიტექტურა ყველგანაა — დანერგილი და გამოყენებულია ყველა მსხვილი hyperscaler-ის, cloud პროვაიდერისა და მოდელების შემქმნელების მიერ“, — აღნიშნა Nvidia-ს ფინანსურმა დირექტორმა, Colette Kress-მა.
აღსანიშნავია, რომ Nvidia-მ შემოსავლების ზრდის ტემპის შენელება იწინასწარმეტყველა. მომდევნო კვარტლისთვის კომპანია $91 მილიარდის შემოსავალს ვარაუდობს, რაც 12%-იან ზრდას ნიშნავს. ჩინურ ექსპორტს კომპანიის შემოსავლებზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია.
ერთ-ერთი მოულოდნელობა კერძო კომპანიებში Nvidia-ს წილების მოცულობა იყო, რაც იანვრიდან აპრილამდე თითქმის გაორმაგდა. კომპანიამ კვარტალი კერძო startup-ებში $22 მილიარდის წილით დაიწყო, თუმცა კვარტლის ბოლოს ეს მაჩვენებელი $43 მილიარდამდე გაიზარდა, რაც ძირითადად კვარტლის განმავლობაში განხორციელებული $18.5 მილიარდის ინვესტიციებით იყო განპირობებული.
ეს მაჩვენებელი არ მოიცავს Nvidia-ს ბოლოდროინდელ ინვესტიციებს ისეთ საჯარო კომპანიებში, როგორიცაა Corning და IREN, და არ ასახავს სამომავლო ვალდებულებებს. მაგალითად, თებერვალში Nvidia-მ OpenAI-ში $30 მილიარდის ინვესტირების ვალდებულება აიღო.
შედეგების განხილვისას, Jensen Huang-მა ხაზი გაუსვა Nvidia-ს გავლენის ფართო მასშტაბებს, მათ შორის Anthropic-თან მიმდინარე თანამშრომლობას და აღნიშნა, რომ მიმდინარე და მომდევნო წლებში მათთვის უზრუნველყოფილი სიმძლავრეები საკმაოდ შთამბეჭდავი იქნება.
წყარო: techcrunch.com







