Microsoft-ის ნახშირბადის ემისიები გასულ წელს 25%-ით გაიზარდა

Microsoft-ის უახლესი მდგრადობის ანგარიშის თანახმად, კომპანია კლიმატური მიზნების მიღწევის კუთხით სირთულეებს აწყდება. 2025 წელს ტექნოლოგიური გიგანტის ნახშირბადის ემისიები 25%-ით გაიზარდა და 34 მილიონ მეტრულ ტონას მიაღწია.

კომპანიის განცხადებით, ზრდა ძირითადად განპირობებულია მონაცემთა ცენტრების ინფრასტრუქტურის გაფართოებით, ასევე განახლებადი ენერგიის სერტიფიკატების შესყიდვის პოლიტიკის ცვლილებით. Microsoft-მა რამდენიმე წლის წინ დაისახა მიზანი, რომ 2030 წლისთვის ნახშირბადის მხრივ ნეგატიური გახდეს, რაც ნიშნავს, რომ კომპანიამ უფრო მეტი ნახშირბადი უნდა შთანთქას, ვიდრე გამოყოფს.

ანგარიშში პირდაპირაა აღიარებული, რომ ხელოვნური ინტელექტის (AI) ინფრასტრუქტურა ზრდის მოთხოვნას ენერგიაზე, წყალსა და სხვა რესურსებზე, თუმცა მდგრადი გადაწყვეტილებები ამ მოთხოვნას ვერ ეწევა. მსგავსი ტენდენცია შეინიშნება სხვა ტექნოლოგიურ გიგანტებშიც: Google-მა მიწოდების ჯაჭვის ემისიების 25%-იანი, ხოლო Amazon-მა 16%-იანი ზრდა დააფიქსირა.

წყარო: theverge.com