
Meta-მ შეიძინა ჰუმანოიდური რობოტიკის startup-ი Assured Robot Intelligence (ARI) უცნობი თანხის სანაცვლოდ. TechCrunch-თან საუბრისას კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ARI ქმნის ინოვაციურ რობოტულ ინტელექტს, რომელიც რობოტებს ეხმარება რთულ და დინამიკურ გარემოში ადამიანის ქცევის გაგებაში, პროგნოზირებასა და ადაპტაციაში.
ARI-ს გუნდი, დამფუძნებლების ჩათვლით, შეუერთდება Meta-ს AI ქვედანაყოფს — Superintelligence Labs-ს. Startup-ი აშენებდა foundation მოდელებს ჰუმანოიდური რობოტებისთვის, რათა მათ შეძლონ ნებისმიერი ტიპის ფიზიკური სამუშაოსა თუ საყოფაცხოვრებო საქმის შესრულება.
კომპანიის თანადამფუძნებელი Xiaolong Wang მანამდე Nvidia-ს მკვლევარი და UC San Diego-ს ასოცირებული პროფესორი იყო. მეორე თანადამფუძნებელმა, Lerrel Pinto-მ, რომელიც NYU-ში ასწავლიდა, წარსულში შექმნა startup-ი Fauna Robotics, რომელიც გასულ თვეში Amazon-მა შეიძინა. ARI Meta-ს დაეხმარება რობოტების მართვისა და თვითსწავლების მოდელების დიზაინის შექმნაში.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
Meta უკვე წლებია მუშაობს ჰუმანოიდურ რობოტიკაზე. ბევრი AI ექსპერტი მიიჩნევს, რომ artificial general intelligence (AGI) — წერტილი, სადაც AI ადამიანურ ინტელექტს უტოლდება ან აღემატება — მოითხოვს AI მოდელების ფიზიკურ სამყაროში გაწვრთნას, სადაც რობოტები არა მხოლოდ მონაცემებით, არამედ პირდაპირი ინტერაქციით სწავლობენ.
ARI-სა და Fauna-ს მსგავსი გარიგებები ასახავს ინდუსტრიის მასშტაბურ ზრდას. პროგნოზები მკვეთრად განსხვავდება, თუმცა პოტენციალი უზარმაზარია: Goldman Sachs-ის ვარაუდით, 2035 წლისთვის ბაზარი $38 მილიარდს მიაღწევს, ხოლო Morgan Stanley-ის შეფასებით, 2050 წლისთვის ის $5 ტრილიონიანი ინდუსტრია გახდება.
წყარო: techcrunch.com







