Meta-მ Instagram-ზე საკამათო AI ფუნქცია გააუქმა

Meta-მ გააუქმა საკამათო ფუნქცია, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევდა, ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებით საჯარო Instagram-ანგარიშებზე არსებული ფოტოები შეეცვალათ. კომპანიის განცხადებით, ეს ინსტრუმენტი, რომელიც კვირის დასაწყისში სხვა AI სიახლეებთან ერთად დაინერგა, „არასწორად იყო გააზრებული“ და ამჟამად უკვე გათიშულია.

აღნიშნული ფუნქცია Meta Superintelligence Labs-ის მიერ შექმნილი Muse Image-ის ნაწილი იყო. ის მომხმარებლებს საშუალებას აძლევდა, საჯარო ანგარიშების მითითებით (mention) ახალი გამოსახულებები გენერირებულიყო. სისტემა არ ითვალისწინებდა ავტორისთვის შეტყობინების გაგზავნას, რამაც საზოგადოების მწვავე კრიტიკა გამოიწვია.

Meta-მ ოფიციალურ ბლოგზე განაცხადა: „ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა სასარგებლო შემოქმედებითი ინსტრუმენტი და მომხმარებლებისთვის მიგვეცა კონტროლის საშუალება, თუმცა მივიღეთ უკუკავშირი, რომ ფუნქციამ მოლოდინი ვერ გაამართლა, ამიტომ ის აღარ არის ხელმისაწვდომი“.

სოციალურ ქსელებში AI-ის ინტეგრაციასთან ერთად, ტექნოლოგიის არასათანადო გამოყენების შემთხვევები გახშირდა. Meta-ს გადაწყვეტილება ფუნქციის გაუქმების შესახებ მოჰყვა მომხმარებლებისა და ისეთი გავლენიანი სააგენტოების მხრიდან წამოსულ კრიტიკას, როგორიცაა CAA.

წყარო: techcrunch.com