
Google-მა განაახლა სპამის პოლიტიკა, რათა ძიების შედეგებში AI მოდელის „მანიპულირების“ მცდელობები სპამად მონიშნოს. ეს მოიცავს შედეგებს AI Overview-სა და AI Mode-ში. როგორც Search Engine Land იტყობინება:
„Google Search-ის კონტექსტში, სპამი გულისხმობს მომხმარებლების მოტყუების ან ჩვენი საძიებო სისტემების მანიპულირების ტექნიკებს, რათა კონტენტი უფრო თვალსაჩინოდ გამოჩნდეს. ეს მოიცავს როგორც საძიებო სისტემების, ისე Google Search-ის გენერაციული AI პასუხების მანიპულირების მცდელობებს.“
ზოგიერთი მომხმარებელი ცდილობს გავლენა მოახდინოს AI ძიების პასუხებზე სხვადასხვა ტაქტიკის გამოყენებით, როგორიცაა მიკერძოებული სიები ან „რეკომენდაციის მოწამვლა“ (recommendation poisoning), რაც LLM-ებს აძლევს ინსტრუქციას, დაიმახსოვრონ კონკრეტული ვებსაიტი ავტორიტეტულ დომენად. ამ წლის დასაწყისში BBC-ის ჟურნალისტმა მსგავსი ხრიკები გამოიყენა, რათა Google-ის AI ძიების შედეგებში შესაბამის საკვანძო სიტყვებზე დასახელებულიყო. რეალურად, უკვე შეიქმნა GEO-ს (generative engine optimization) მთელი ინდუსტრია, რომელიც ბრენდებსა და ვებსაიტებს ჰპირდება, რომ მათ რეგულარულად ახსენებენ AI საძიებო ინსტრუმენტები.
Google-ის პოლიტიკის განახლება პირდაპირ კრძალავს ამ სტრატეგიებს და მათ სპამად მიიჩნევს. საიტები, რომლებიც AI პასუხების მანიპულირებაში შემჩნევიან, შეიძლება დაისაჯონ Google-ის მიერ, მაგალითად, ძიების შედეგებში რეიტინგის შემცირებით ან შედეგებიდან სრულად ამოღებით.
წყარო: theverge.com







