
მიუხედავად იმისა, რომ Epic Games-ის ანტიმონოპოლიური სარჩელის ფარგლებში მიღწეული შეთანხმება ჯერ კიდევ ელოდება სასამართლოს საბოლოო დასტურს, Google-მა Android-ის აპლიკაციების მაღაზიაში გადახდების მართვის ახალი წესების დანერგვა დაიწყო. კომპანია უარს ამბობს ფიქსირებულ 30%-იან საკომისიოზე და მას „დეკოპლინგის“ პრინციპზე დაფუძნებული, უფრო მოქნილი სტრუქტურით ანაცვლებს.
ახალი მოდელის მიხედვით, Google-ის წილი დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე: აპლიკაციის ინსტალაციის თარიღზე, დეველოპერის წლიურ შემოსავალზე და იმაზე, იყენებს თუ არა დეველოპერი Google Play-ს ბილინგის სისტემას (რომელიც დამატებით 5%-იან საკომისიოს გულისხმობს) თუ ალტერნატიულ გადახდის მეთოდებს.
წლიურად მილიონ დოლარზე მეტი შემოსავლის მქონე აპლიკაციებისთვის, ახალი შიდა შესყიდვების საკომისიო 20%-ს, ხოლო გამოწერებზე 10%-ს შეადგენს. ამასთან, Google-მა დააანონსა სპეციალური პროგრამები — Games Level Up და Apps Experience. ისინი განკუთვნილია „პრემიუმ“ კლასის აპლიკაციებისთვის, რომლებიც აკმაყოფილებენ ტექნიკურ სტანდარტებს, მუშაობენ სხვადასხვა პლატფორმაზე (ტაბლეტები, Smart TV, Android Auto) და მხარს უჭერენ Google-ის რეკომენდებულ ფუნქციებს, როგორიცაა cloud saves ან უსაფრთხო ავტორიზაცია. ასეთი დეველოპერებისთვის საკომისიო კიდევ უფრო დაბალი იქნება.
ცვლილებების სრული იმპლემენტაცია ეტაპობრივად განხორციელდება და გლობალურად 2027 წლის 30 სექტემბრამდე დასრულდება.
წყარო: theverge.com






