
Google-მა სამშაბათს წარადგინა Gemini 3.5 Flash, ახალი AI მოდელი, რომელიც კომპანიის თქმით ყველაზე ძლიერია კოდირებისა და ავტონომიური AI აგენტებისთვის. მოდელი, რომელიც კომპანიის ყოველწლიურ Google I/O დეველოპერთა კონფერენციაზე დაანონსდა, დამოუკიდებლად ასრულებს კოდირების პროცესებს, მართავს კვლევით პროექტებს და შიდა ტესტებში ოპერაციული სისტემა ნულიდან შექმნა.
ეს რელიზი მიანიშნებს Google-ის სტრატეგიის ცვლილებაზე: AI უკვე არა მხოლოდ სასაუბრო, არამედ აგენტური ინსტრუმენტია. ის არა უბრალოდ პასუხობს კითხვებს, არამედ გეგმავს, ქმნის და მუშაობს რეალურ ამოცანებზე მინიმალური ადამიანური ჩარევით.
DeepMind-ის მთავარმა ტექნოლოგმა, Koray Kavukcuoglu-მ, აღნიშნა, რომ 3.5 Flash სთავაზობს ხარისხისა და დაბალი შეყოვნების (low latency) წარმოუდგენელ კომბინაციას. ის აჭარბებს წინა თაობის 3.1 Pro მოდელს თითქმის ყველა ბენჩმარკში. მისი თქმით, ახალი მოდელი 4-ჯერ სწრაფია, ხოლო ოპტიმიზირებული ვერსია იმავე ხარისხით 12-ჯერ უფრო სწრაფად მუშაობს.
სისწრაფე კრიტიკულია აგენტური მუშაობისთვის, სადაც რამდენიმე AI აგენტი ერთდროულად ასრულებს რთულ ამოცანებს. I/O-ზე Google-ის ინჟინერმა აჩვენა, თუ როგორ მუშაობენ აგენტები ცალკეულ კომპონენტებზე კომპანიის Antigravity პლატფორმაში, რათა შექმნან სრული ოპერაციული სისტემა.
Google-ის ცნობით, 3.5 Flash უკვე ქმნის რეალურ ღირებულებას პარტნიორებისთვის. მაგალითად, ბანკები და fintech კომპანიები ავტომატიზაციას უკეთებენ მრავალკვირიან პროცესებს. მოდელს შეუძლია საათობით ავტონომიურად მუშაობა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ჩერდება და ადამიანისგან დასტურს ითხოვს.
Google-ის მომავალი 3.5 Pro მოდელი 3.5 Flash-თან ერთად იმუშავებს. 3.5 Pro იქნება მთავარი დამგეგმავი, ხოლო Flash შეასრულებს ქვე-აგენტების როლს.
ამჟამად 3.5 Flash არის ნაგულისხმევი მოდელი Gemini აპლიკაციაში და Search-ის AI Mode-ში. კომპანიამ ასევე დააანონსა Gemini Spark — პერსონალური AI აგენტი, რომელიც მომხმარებლებს ციფრული ცხოვრების მართვაში 24/7 დაეხმარება. მძლავრი ავტონომიური აგენტების ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომობა უსაფრთხოების რისკებსაც ზრდის, რის გამოც Google-მა გააძლიერა კიბერუსაფრთხოების მექანიზმები ახალ მოდელში.
Gemini 3.5 Flash უკვე ხელმისაწვდომია Antigravity-ის, Gemini API-ის, Gemini Enterprise-ის, Gemini აპლიკაციისა და Search-ის AI mode-ის მეშვეობით.
წყარო: techcrunch.com







