
პრეზენტაციების პლატფორმა Gamma-მ Accel-ის მიერ დაფინანსებული დიზაინ-სტარტაპი Lica შეიძინა. გარიგების მიზანი Gamma-ს ბაზაზე საკუთარი დიზაინ-კვლევითი ლაბორატორიის შექმნაა, რომელსაც Lica-ს თანადამფუძნებლები უხელმძღვანელებენ.
Lica 2023 წელს პრია კალიანარამანისა და პურვანში მეჰტას მიერ დაარსდა. სტარტაპმა, რომელიც სკრინშოტებისა და ვიდეოჩანაწერების პრეზენტაციებად გარდაქმნაზე იყო ორიენტირებული, 4 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა ისეთი ფონდებისგან, როგორებიცაა Accel, South Park Commons და Village Global. კომპანია ძირითადად ელექტრონული კომერციის სექტორისთვის ბრენდირებული მარკეტინგული ვიდეოების შექმნაზე მუშაობდა.
Gamma-ს აღმასრულებელი დირექტორის, გრანტ ლის განცხადებით, ახალი კვლევითი განყოფილება ფოკუსირებული იქნება AI მოდელების კომუნიკაციური სტილის პერსონალიზაციაზე. მიზანია, პრეზენტაციები გახდეს უფრო ინტერაქტიული, მულტიმოდალური და ადაპტირებული სხვადასხვა აუდიტორიის საჭიროებებზე.
მიუხედავად იმისა, რომ Gamma-მ კონკრეტული პროდუქტების შესახებ დეტალები არ გაამხილა, ეს შენაძენი ხაზს უსვამს AI პრეზენტაციების სექტორში მიმდინარე კონსოლიდაციის ტენდენციას. შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ OpenAI-მაც განახორციელა მსგავსი შენაძენი NextSlide-ის სახით.
წყარო: techcrunch.com






