
DeepSeek პირველი venture capital რაუნდის მოსაზიდად მოლაპარაკებებს აწარმოებს. სულ რაღაც რამდენიმე კვირაში კომპანიის პოტენციური შეფასება 20 მილიარდიდან 45 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, იუწყებიან Financial Times და Bloomberg.
ჩინურმა AI ლაბორატორიამ პოპულარობა 2025 წლის დასაწყისში მოიპოვა, როდესაც გამოუშვა დიდი ენობრივი მოდელი (LLM). იგი აშშ-ის ისეთი გიგანტების მოდელებთან შედარებით (როგორიცაა OpenAI და Anthropic), გაცილებით მცირე გამოთვლითი რესურსებითა და დანახარჯებით შეიქმნა. ის კვლავ ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს მსჯელობასა და კოდირებაში, ამასთანავე რჩება open weight (მისი ვერსიები უფასოდ არის ხელმისაწვდომი Hugging Face-ზე).
კომპანია ჩინელმა ჰეჯ-ფონდის მილიარდერმა Liang Wenfeng-მა დააარსა, რომელიც კომპანიის 90%-ს აკონტროლებს. FT-ის ცნობით, ლაბორატორიას აქამდე ინვესტორები არ უძებნია, თუმცა, კონკურენტების მიერ DeepSeek-ის მკვლევრების გადაბირების მცდელობების ფონზე, Wenfeng-მა თანხების მოზიდვა გადაწყვიტა, რათა თანამშრომლებს კომპანიის წილები შესთავაზოს.
Bloomberg-ის ინფორმაციით, რაუნდს სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი, China Integrated Circuit Industry Investment Fund უხელმძღვანელებს. ჩინეთი ადგილობრივი AI ტექნოლოგიების დაფინანსებას ცდილობს, რათა გვერდი აუაროს აშშ-ის ტექნოლოგიების, განსაკუთრებით კი ჩიპების მოპოვების სირთულეებს. DeepSeek ოპტიმიზებულია Huawei Technologies-ის ჩიპებზე სამუშაოდ. ქვეყნის cloud გიგანტები, Tencent და Alibaba-ც მოლაპარაკებებს აწარმოებენ რაუნდში მონაწილეობის მისაღებად.
წყარო: techcrunch.com







