
Bloomberg-ის ინფორმაციით, მონაცემთა ცენტრების დეველოპერმა კომპანიამ Crusoe, რომლის კლიენტებს შორის Meta, Microsoft და OpenAI არიან, 3 მილიარდი დოლარის მოცულობის ახალი საინვესტიციო რაუნდი დახურა. შედეგად, კომპანიის საბაზრო შეფასებამ 30 მილიარდ დოლარს მიაღწია.
გარიგებას სათავეში Atreides Management და Valor Equity Partners უდგანან, მასში ასევე მონაწილეობს Mubadala Capital — აბუ-დაბის სუვერენული ფონდის აქტივების მართვის შვილობილი კომპანია. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ Crusoe-მ 13 მილიარდი დოლარის ღირებულების ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა სავაჭრო ფირმა Jane Street-თან, რომელსაც კომპანია GPU-ებითა და AI ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფს.
ეს ფინანსური შედეგი მნიშვნელოვანი ზრდაა გასული წლის ოქტომბერთან შედარებით, როდესაც Crusoe-მ 1.38 მილიარდი დოლარი მოიზიდა 10 მილიარდიანი შეფასებით. 2018 წელს დაარსებული კომპანია, რომელიც თავდაპირველად ბუნებრივი აირის გამოყენებით კრიპტომაინინგით იყო დაკავებული, დღეს AI ინფრასტრუქტურისა და ქლაუდ-სერვისების ერთ-ერთ წამყვან პროვაიდერად იქცა. კომპანია ცნობილია ჰიპერმასშტაბური მონაცემთა ცენტრების განვითარებით ისეთი გიგანტებისთვის, როგორებიც არიან Oracle და OpenAI.
არსებული ინფორმაციით, Crusoe უკვე აწარმოებს კონსულტაციებს Goldman Sachs-თან და Morgan Stanley-სთან შესაძლო IPO-ს განსახორციელებლად.
წყარო: techcrunch.com






