
Apple-მა OpenAI-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომელშიც კომპანიას კომერციული საიდუმლოების მითვისებასა და ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებს. სარჩელის თანახმად, OpenAI-ის ხელმძღვანელობა, მათ შორის ტანგ ტანი, სისტემატურად ახალისებდა Apple-ის ყოფილ თანამშრომლებს კონფიდენციალური ინფორმაციის გატანაში.
სარჩელში აღნიშნულია, რომ ტანგ ტანი, რომელიც Apple-ში 24 წელი მუშაობდა, OpenAI-ში გადასვლის შემდეგ, კანდიდატებს გასაუბრებებზე Apple-ის აპარატურული კომპონენტების მიტანას და კომპანიის გაუსაჯაროებელი პროექტების შესახებ დეტალების გაზიარებას სთხოვდა. ანალოგიური ბრალდება წაეყენა ჩანგ ლიუს, რომელსაც Apple-ის კუთვნილი ლეპტოპის დაბრუნება და მასში არსებული ტექნიკური დოკუმენტაციის უკანონოდ გამოყენება ედება ბრალად.
Apple-ის განცხადებით, ეს ქმედებები პირდაპირ კავშირშია OpenAI-ის ამბიციებთან, შექმნას საკუთარი აპარატურული პროდუქტი, რომელიც iPhone-ის კონკურენტი იქნება. კომპანია სასამართლოსგან მოითხოვს, აუკრძალოს OpenAI-ს მისი ინტელექტუალური საკუთრების გამოყენება და უზრუნველყოს ყველა კონფიდენციალური მასალის დაბრუნება.
თავის მხრივ, OpenAI-მ ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ კომპანია ორიენტირებულია ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნაზე და არ აქვს ინტერესი სხვა კომპანიების კომერციული საიდუმლოებების მიმართ.
წყარო: techcrunch.com






