
Anthropic-მა ინვესტორებს აცნობა, რომ მეორე კვარტალში შემოსავალს გააორმაგებს და დაახლოებით 10.9 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რაც კომპანიას პირველ საოპერაციო მოგებას მოუტანს, იტყობინება Wall Street Journal.
ეს მნიშვნელოვანი ეტაპი და კვარტლიდან კვარტლამდე სწრაფი ზრდა კომპანიას მთავარ კონკურენტთან, OpenAI-სთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში აყენებს. თუმცა, WSJ-ის ცნობით, შესაძლოა კომპანიამ წლის განმავლობაში მომგებიანობა ვერ შეინარჩუნოს გამოთვლითი სიმძლავრეების დიდ ხარჯებთან დაკავშირებით.
ეს ფინანსური მონაცემები ინვესტორებს დაფინანსების რაუნდის ფარგლებში გაუზიარეს.
გასული წლის განმავლობაში სტარტაპმა დიდი პოპულარობა მოიპოვა, რადგან სულ უფრო მეტი პროფესიონალი ანიჭებს უპირატესობას მის ჩატბოტს, Claude-ს. კომპანიამ ასევე გადადგა ნაბიჯები მომხმარებელთა ბაზის დივერსიფიკაციისკენ — მათ შორის, მცირე ბიზნესისა და იურიდიული ფირმებისთვის ახალი სერვისებისა და ინსტრუმენტების დაანონსებით.
საინტერესოა, რომ Anthropic-ის სავარაუდო მომგებიანობის შესახებ ინფორმაცია იმავე დღეს გავრცელდა, როდესაც OpenAI-ის შესაძლო IPO-ს შესახებ გახდა ცნობილი. Anthropic-მა დამატებითი კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.
წყარო: techcrunch.com







