AI ჩიპების მწარმოებელი Groq-ი 650 მილიონი დოლარის ინვესტიციას იზიდავს და გუნდს ანახლებს

რა ნაბიჯებს დგამს AI სტარტაპი მას შემდეგ, რაც კონკურენტი კომპანია მის ინტელექტუალურ საკუთრებას ლიცენზირების საფასურის სანაცვლოდ ითვისებს და წამყვან კადრებს იბირებს? AI ჩიპების მწარმოებელი Groq-ისთვის პასუხი მარტივია: დამატებითი კაპიტალის მოზიდვა, გუნდის გაძლიერება და ბიზნეს მოდელის ტრანსფორმაცია.

Groq-მა ოფიციალურად დაადასტურა 650 მილიონი დოლარის მოცულობის საინვესტიციო რაუნდის დასრულება. რაუნდს სათავეში ჩაუდგნენ Disruptive და ჰეჯ-ფონდი Infinitum. ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადაიდგა, რაც გასული წლის დეკემბერში Nvidia-მ Groq-ის ტექნოლოგიაზე ლიცენზია მიიღო და კომპანიის დამფუძნებელი და CEO ჯონათან როსი, პრეზიდენტი სანი მადრა და სხვა წამყვანი თანამშრომლები დაიქირავა.

Groq-ის ახალი CEO, დაგ უაითმენი, კომპანიის სტრატეგიას ცვლის და აქცენტს neocloud ბიზნესზე აკეთებს. კომპანიის განცხადებით, მათ უკვე აქვთ 13 მონაცემთა ცენტრი ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში. პლატფორმა ემსახურება ხუთ მილიონზე მეტ დეველოპერს და ათასობით AI კომპანიას, ყოველკვირეულად ტრილიონობით ტოკენს ამუშავებს.

კომპანიამ მენეჯმენტის განახლებაც დაიწყო: ოპერაციულ დირექტორად (COO) დაინიშნა ალან რაისი (xAI-სა და Meta-ს ყოფილი თანამშრომელი), ხოლო ტექნიკურ დირექტორად (CTO) სინკლერ შულერი, ხოლო პროდუქტის დირექტორად (CPO) რაკეშ მალჰოტრა დაინიშნენ. ორივე მათგანს ღრუბლოვანი ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

Groq-ის წარმატება ახლა იმაზეა დამოკიდებული, რამდენად შეძლებს ის კონკურენტუნარიანი დარჩეს inference-ის ბაზარზე, სადაც მოთხოვნა კვლავ მაღალია, თუმცა კონკურენცია ყოველდღიურად იზრდება. AI-ის ინდუსტრიაში, სადაც მილიარდობით დოლარი ტრიალებს, კომპანიის მომავალი კვლავ ღია კითხვად რჩება.

წყარო: techcrunch.com