AI-სამართლებრივმა სტარტაპმა Norm-მა 120 მილიონი დოლარი მოიზიდა და „უნიკორნის“ სტატუსი მიიღო

სამართლებრივი ტექნოლოგიების სტარტაპმა Norm-მა სამშაბათს განაცხადა, რომ Khosla Ventures-ის ლიდერობით, Series C რაუნდში 120 მილიონი დოლარი მოიზიდა. სამი წლის სტარტაპის საბაზრო ღირებულებამ 1.2 მილიარდ დოლარს მიაღწია, რითაც კომპანია „უნიკორნების“ რიგებში ჩადგა.

Norm-მა შექმნა AI-ზე ორიენტირებული იურიდიული ფირმა Norm Law, რომელიც საკუთარი ხელოვნური ინტელექტის აგენტებს იყენებს. სისტემას ადამიან-იურისტები აკონტროლებენ, რაც საწარმოო კლიენტებს მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს. კომპანია ასევე ავითარებს აგენტებს, რომლებსაც სხვა AI-სისტემების მონიტორინგი და მართვა შეუძლიათ.

ტრადიციული იურიდიული ინდუსტრიისგან განსხვავებით, სადაც საათობრივი ანაზღაურებაა მიღებული, Norm-ი კლიენტებს შედეგზე დაფუძნებულ საფასურს სთავაზობს. ეს მიდგომა კომპანიას ბაზარზე არსებულ სხვა სტარტაპებისგან, როგორიცაა Harvey და Legora, გამოარჩევს.

ინვესტორთა სიაში, Khosla Ventures-თან ერთად, შედიან Bain, Craft Ventures, Coatue, Vanguard, New York Life, TIAA, ასევე Blackstone-ის ყოფილი პრეზიდენტი ტონი ჯეიმსი და Kirkland & Ellis-ის ყოფილი თავმჯდომარე ჯეფ ჰემსი. მოზიდული კაპიტალი პროდუქტის განვითარებასა და იურისტების დამატებით დაქირავებას მოხმარდება. დღეისთვის Norm-ის მიერ მოზიდულმა ჯამურმა ინვესტიციამ 260 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

წყარო: techcrunch.com