
ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ტრენდების გამოტოვების შიში (FOMO) ყოველთვის არსებობდა — dot-com-იდან და Web 2.0-დან დაწყებული, ვირტუალური რეალობითა და blockchain-ით დამთავრებული.
თუმცა, AI ბუშტი ყველაზე მასშტაბურია. მონაცემთა ცენტრებისთვის ენერგიის მოპოვების რბოლამ ახლა ბუნებრივი აირის მარაგებისა და აღჭურვილობის უზრუნველყოფისკენ გადაინაცვლა.
გასულ კვირას Microsoft-მა განაცხადა, რომ Chevron-თან ერთად ტეხასში ბუნებრივი აირის ელექტროსადგურს აშენებს, რომლის სიმძლავრეც 5 გიგავატამდე გაიზრდება. Google-მა დაადასტურა Crusoe-სთან ერთად 933 მეგავატიანი სადგურის მშენებლობა. Meta-მ კი თავის Hyperion მონაცემთა ცენტრს ლუიზიანაში კიდევ 7 ბუნებრივი აირის ელექტროსადგური დაამატა, რითაც საერთო სიმძლავრემ 7.46 გიგავატს მიაღწია.
ბუნებრივ აირზე მოთხოვნის ზრდამ ელექტროსადგურის ტურბინების დეფიციტი გამოიწვია. Wood Mackenzie-ს თანახმად, ფასები წლის ბოლომდე 195%-ით გაიზრდება. კომპანიები ახალი შეკვეთების განთავსებას 2028 წლამდე ვერ შეძლებენ.
რა რისკები არსებობს?
ტექნოლოგიური გიგანტები ფსონს დებენ, რომ AI ცხელება არ დასრულდება და ბუნებრივი აირი ენერგიის მთავარი წყარო იქნება. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში ბუნებრივი აირის მარაგი დიდია, ის უსასრულო არ არის. ბოლო პერიოდში წარმოების ზრდა მნიშვნელოვნად შენელდა.
ვინაიდან აშშ-ში ელექტროენერგიის 40% ბუნებრივ აირზეა დამოკიდებული, მონაცემთა ცენტრების მზარდმა ამბიციებმა შესაძლოა ენერგიის ფასები ყველასთვის გაზარდოს. გარდა ამისა, ამინდის გაუარესებამ და ცივმა ზამთარმა შესაძლოა მიწოდების ქსელი შეაფერხოს.
ტექნოლოგიური კომპანიები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ თავად უზრუნველყოფენ ენერგიას და არ ტვირთავენ საერთო ელექტროქსელს, თუმცა რეალურად, ისინი დატვირთვას უბრალოდ ბუნებრივი აირის ქსელზე გადაიტანენ. AI რბოლამ აჩვენა, თუ რამდენად ფიზიკურად შეზღუდულია ციფრული სამყარო.
წყარო: techcrunch.com







