
CNBC-ის თანახმად, Nvidia კვლავ რჩება AI ეკოსისტემის მთავარ ინვესტორად და 2026 წლის მხოლოდ ამ საწყის თვეებში AI კომპანიების კაპიტალში 40 მილიარდ დოლარზე მეტი დააბანდა.
ამ თანხის დიდი ნაწილი ერთ გარიგებაზე, OpenAI-ში ჩადებულ 30 მილიარდ დოლარზე მოდის. თუმცა, მიკროჩიპების მწარმოებელმა ასევე დააანონსა შვიდი მრავალმილიარდიანი ინვესტიცია საჯაროდ ვაჭრობად კომპანიებში, რომელთა შორის უახლესია მინის მწარმოებელ Corning-ში ჩადებული 3.2 მილიარდი და მონაცემთა ცენტრის ოპერატორ IREN-ში განხორციელებული 2.1 მილიარდ დოლარიანი ტრანზაქციები.
Nvidia აქტიურად აგრძელებს AI სტარტაპების დაფინანსებას. 2025 წელს მან 67 ვენჩურული გარიგება დადო, ხოლო FactSet-ის მონაცემებით, 2026 წელს კერძო სტარტაპების ორ ათეულამდე საინვესტიციო რაუნდში უკვე მიიღო მონაწილეობა.
ის ფაქტი, რომ Nvidia ხშირად საკუთარ კლიენტებში დებს ინვესტიციას, იწვევს კრიტიკას, თითქოს ეს წრიული გარიგებებია და ფული ერთი და იმავე კომპანიებს შორის მოძრაობს.
Wedbush Securities-ის ანალიტიკოსი Matthew Bryson აღნიშნავს, რომ Nvidia-ს ინვესტიციები ნამდვილად ექცევა წრიული საინვესტიციო თემის ჩარჩოებში, თუმცა დასძენს, რომ წარმატების შემთხვევაში, ეს კომპანიას მძლავრი კონკურენტული უპირატესობის შექმნაში დაეხმარება.
წყარო: techcrunch.com







