
ტურისტულმა სააგენტომ Fora-მ 60 მილიონი დოლარის ოდენობის Series D რაუნდი დაასრულა, რომელსაც Forerunner და Tactile Ventures ხელმძღვანელობდნენ. შედეგად, კომპანიის საბაზრო ღირებულებამ 1 მილიარდ დოლარს მიაღწია.
2021 წელს დაარსებული Fora წარმოადგენს ორმხრივ პლატფორმას: ერთი მხრივ, ის მომხმარებლებს სთავაზობს ინფრასტრუქტურას, რათა მარტივად გახდნენ ტურისტული აგენტები, ხოლო მეორე მხრივ, მოგზაურებს აძლევს საშუალებას, დაუკავშირდნენ პროფესიონალებს და დაგეგმონ ინდივიდუალური ტურები. კომპანიის ინვესტორებს შორის არიან Insight Partners და Thrive Capital, ხოლო საერთო მოზიდულმა ინვესტიციამ 138.5 მილიონ დოლარს მიაღწია.
მოზიდული კაპიტალის ნაწილი მოხმარდება Fora-ს AI ასისტენტის, Via-ს განვითარებას. ინსტრუმენტი აგენტებს ეხმარება ადმინისტრაციულ და რუტინულ ამოცანებში, როგორიცაა კვლევა და მარშრუტების შედგენა. კომპანიის მიზანია, AI-მ გაზარდოს ადამიანური რესურსის პროდუქტიულობა და აგენტებს მეტი დრო დაუთმოს კლიენტებთან ურთიერთობისთვის.
Fora-ს მონაცემებით, დაარსების დღიდან პლატფორმის მეშვეობით 3 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების მოგზაურობა დაიჯავშნა. კომპანია გეგმავს ინვესტიციების მიმართვას ახალი მიმართულებების, მათ შორის კრუიზებისა და ავიარეისების სეგმენტების გასაფართოებლად.
წყარო: techcrunch.com





