AfterQuery Y Combinator-ის ისტორიაში ყველაზე სწრაფად მზარდი უნიკორნი გახდა

AI ტრენინგ-მონაცემების სტარტაპმა AfterQuery-მ ახალი საინვესტიციო რაუნდი დახურა, რის შედეგადაც კომპანიის საბაზრო ღირებულებამ 3.2 მილიარდ დოლარს მიაღწია. ეს შედეგი სტარტაპმა აპრილში, 300 მილიონიანი შეფასებით მოზიდული 30 მილიონიანი Series A რაუნდიდან სულ რაღაც ხუთ თვეში დააფიქსირა.

Y Combinator-ის პარტნიორის, Gustaf Alströmer-ის განცხადებით, ეს არის ყველაზე სწრაფი ზრდა სტარტაპის გაშვებიდან უნიკორნის სტატუსის მიღებამდე ამ აქსელერატორის ისტორიაში. AfterQuery-ს დამფუძნებლები, რომლებიც ამჟამად 22 და 23 წლის არიან, Y Combinator-ის 2025 წლის ზამთრის კოჰორტის მონაწილეები იყვნენ.

აპრილში სან-ფრანცისკოში დაფუძნებულმა სტარტაპმა განაცხადა, რომ მისი წლიური შემოსავლის მაჩვენებელი (ARR) 100 მილიონ დოლარს შეადგენდა. კომპანიის კლიენტებს შორის არიან ისეთი ტექნოლოგიური გიგანტები, როგორებიცაა Nvidia, Legora და კორეული AI ლაბორატორია Motif Technologies.

AfterQuery მიჰყვება Mercor-ისა და Scale-ის გზას და მოდელების გაწვრთნისთვის იყენებს მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებს, მათ შორის ექიმებსა და იურისტებს. თუმცა, კომპანია მხოლოდ პასუხების სიზუსტეზე არ არის ორიენტირებული; მისი მიზანია AI მოდელებისა და აგენტების გაწვრთნა ისე, რომ მათ შეძლონ პროფესიონალების მსგავსად მოქმედება, გადაწყვეტილებების მიღება და რთული ამოცანების შესრულება.

წყარო: techcrunch.com