
Nvidia-ს საქმიანობა ახალი გამოწვევების წინაშეა. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, კომპანიამ თავის პარტნიორ მწარმოებლებს, მათ შორის Dell-სა და Super Micro-ს, მალაიზიაში, სინგაპურში, ტაილანდსა და ინდონეზიაში სერვერების მიწოდების დროებით შეჩერება მოსთხოვა. გადაწყვეტილება მიზნად ისახავს იმის შემოწმებას, თუ რამდენად შეესაბამება რეგიონული პარტნიორების საქმიანობა აშშ-ის საექსპორტო მოთხოვნებს.
აღნიშნული ზომები უკავშირდება ჩინური კომპანიების მიერ Nvidia-ს ჩიპებზე დისტანციური წვდომის მცდელობებს. აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა ამ თვის დასაწყისში დახურა ის სამართლებრივი ხარვეზი, რომელიც ჩინურ მხარეს მონაცემთა ცენტრების მეშვეობით ჩიპების გამოყენების საშუალებას აძლევდა. Institute for Progress-ის შეფასებით, მსგავსი დისტანციური მონაცემთა ცენტრები ჩინეთის AI გამოთვლითი სიმძლავრის დაახლოებით 24 პროცენტს უზრუნველყოფს.
წყარო: techcrunch.com






