
Apple-ის ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯონ ტერნუსმა, თანამშრომლებისთვის პირველი ოფიციალური მემორანდუმი გაავრცელა. Bloomberg-ის ცნობით, ტერნუსმა მადლობა გადაუხადა თავის წინამორბედს, ტიმ კუკს, და ყურადღება კომპანიის სამომავლო გეგმებზე გადაიტანა.
„მომავალ კვირას გველოდება მასშტაბური პრეზენტაცია, რომელიც ფენომენალური იქნება. მადლობა ყველას იმ შრომისთვის, რამაც ეს შესაძლებელი გახადა“, — წერს ტერნუსი. საუბარია 9 სექტემბრის ღონისძიებაზე, სადაც Apple-ისგან ახალი iPhone-ების, მათ შორის გავრცელებული ხმებით, დასაკეცი iPhone Ultra-სა და iPhone 18 Pro-ს მოდელების პრეზენტაციას ელიან.
ტერნუსმა ასევე მიანიშნა „წარმოუდგენელ პროდუქტებზე“, რომლებიც უკვე დამუშავების პროცესშია და იმათზეც, „რომელთა წარმოდგენაც კი ჯერ არ შეგვიძლია“. სავარაუდოდ, საუბარია კამერებით აღჭურვილ AirPods-ებზე, სახლის რობოტებსა და OLED დისპლეების გაფართოებულ გამოყენებაზე.
თავის მიმართვაში ტერნუსმა ხაზი გაუსვა ტიმ კუკის წვლილს: „ჩვენ გაგვიმართლა, რომ გვყავდა CEO, რომელიც ხელმძღვანელობდა ღირებულებებით, წესიერებითა და ჰუმანურობით. მოხარული ვარ, რომ ის ჩვენი აღმასრულებელი თავმჯდომარე დარჩება“. ტერნუსმა დასძინა, რომ პატივია მსოფლიოს უდიდესი კომპანიის სათავეში ჩადგომა და ის მოუთმენლად ელის გუნდთან ერთად მომავლის შექმნას.
წყარო: theverge.com






