
AI ინდუსტრია ფუნდამენტური ცვლილების ზღვარზეა. აქამდე არსებული მიდგომა, რომლის მიხედვითაც „უფრო დიდი მოდელი ნიშნავს უკეთეს შედეგს“, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. მზარდი ხარჯების ფონზე, ბიზნესი იძულებულია, ალტერნატივები განიხილოს.
Coinbase-ის თანადამფუძნებლის, ბრაიან არმსტრონგის პროგნოზით, უახლოეს 12-18 თვეში სამუშაო დატვირთვის 80% 99%-ით იაფ მოდელებზე გადაინაცვლებს. მხოლოდ 20% დარჩება უახლესი თაობის, მაღალი ინტელექტის მქონე მოდელებზე, სადაც მაქსიმალური სიზუსტე კრიტიკულია.
ეს ცვლილება მნიშვნელოვან ეკონომიკურ დარტყმას მიაყენებს ისეთ გიგანტებს, როგორებიც არიან OpenAI და Anthropic, რადგან კომპანიები ხარისხის მსხვერპლშეწირვის გარეშე ხარჯების ოპტიმიზაციას ცდილობენ. მაგალითად, იურიდიულმა AI სტარტაპმა Harvey-მ, Fireworks AI-სთან პარტნიორობით, ინფერენსის ხარჯები სამჯერ შეამცირა, ხარისხის შენარჩუნებით.
Harvey-ს თანადამფუძნებლის, გეიბ პერეირას თქმით, ხარისხის განსაზღვრება იცვლება: „ეს აღარ გულისხმობს ყველაფრისთვის ყველაზე მძლავრი მოდელის გამოყენებას, არამედ საუკეთესო მოდელის შერჩევას, რომელიც დავალებას ყველაზე ეფექტურად ასრულებს“.
მიუხედავად იმისა, რომ ინდუსტრიაში ფასების ომი მიმდინარეობს, მთავარი დაპირისპირება არა პროპრიეტარულ და ღია მოდელებს, არამედ დიდ და მცირე მოდელებს შორისაა. თუ აღმოჩნდება, რომ მცირე მოდელები უმეტეს ამოცანას წარმატებით ართმევენ თავს, ეს რადიკალურად შეცვლის AI-ს ბაზრის ეკონომიკას და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს ულტრა-დიდი მოდელების ტრენინგის გამართლებულობას.
წყარო: techcrunch.com






