ტრამპის ადმინისტრაციამ Microsoft-სა და Adobe-ს მუშახელის მუდმივი რეზიდენტობის პროგრამაზე წვდომა შეუზღუდა

ტრამპის ადმინისტრაციამ Microsoft-ს და სხვა ტექნოლოგიურ გიგანტებს, მათ შორის Adobe-ს, Cognizant-ს, Infosys-სა და Tata-ს, PERM პროგრამაში მონაწილეობა შეუჩერა. ეს პროგრამა აშშ-ში H-1B ვიზის მქონე უცხოელი სპეციალისტებისთვის მუდმივი ბინადრობის ნებართვის (Green Card) მიღების ერთ-ერთი მთავარი გზაა.

შრომის დეპარტამენტის გადაწყვეტილება უკავშირდება გამოძიებას, რომელიც აღნიშნული კომპანიების მიერ სისტემის შესაძლო ბოროტად გამოყენებას ეხება. ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა Microsoft-ი საჯაროდ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ კომპანია სისტემას არასათანადოდ იყენებს, რითაც ამერიკელი მუშახელის ინტერესებს აზარალებს.

Microsoft-ის წარმომადგენლის განცხადებით, კომპანია მკაცრად იცავს H-1B ვიზების გაცემის სტანდარტებს და აცხადებს, რომ გასულ წელს გაცემული ვიზების 80% უკვე დასაქმებული კადრების სტატუსის გახანგრძლივებას მოხმარდა. კომპანიის მტკიცებით, ახალი თანამშრომლებისთვის გაცემული ვიზები მათი აშშ-ის სამუშაო ძალის მხოლოდ 1%-ს შეადგენს.

აღნიშნული შეზღუდვა ტექნოლოგიურ სექტორში დიდ შეშფოთებას იწვევს, რადგან Amazon, Tata და Infosys H-1B ვიზების ყველაზე მსხვილი მომხმარებლები არიან. ადმინისტრაცია ასევე აანონსებს გამოძიებას J-1 ვიზების პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც უნივერსიტეტებში საერთაშორისო სტუდენტებისა და მკვლევრების დასაქმებას არეგულირებს.

წყარო: wired.com