
Anthropic-ის კიბერუსაფრთხოებაზე ორიენტირებული მოდელების, Mythos 5-ისა და Fable 5-ის ბაზრიდან გაწვევის შემდეგ, ტრამპის ადმინისტრაციამ პოზიცია შეარბილა. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიას ნება დაერთო, Mythos 5-ზე წვდომა 100-ზე მეტ ამერიკულ სამთავრობო უწყებასა და კერძო ორგანიზაციას მისცეს.
ახალი დირექტივის თანახმად, მოდელით სარგებლობა უკვე შეუძლიათ ამ ორგანიზაციებში დასაქმებულ არამერიკელ თანამშრომლებსაც, რაც წინა აკრძალვის პირობებში დაუშვებელი იყო. აშშ-ის ვაჭრობის მდივანმა ჰოვარდ ლატნიკმა Anthropic-ის ხელმძღვანელობას აცნობა, რომ დაწესებული უსაფრთხოების ზომები საკმარისად მიიჩნევა სანდო პარტნიორებისთვის წვდომის აღსადგენად.
აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციის გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ შეეხება Fable 5-ს, რომელიც Mythos 5-ის უფრო დაცულ ვერსიად ითვლება. ორივე მოდელი მანამდე მას შემდეგ გაიწვიეს, რაც უსაფრთხოების მკვლევრებმა მათი დამცავი ბარიერების გვერდის ავლის შესაძლებლობა დაადასტურეს.
Anthropic-ის განცხადებით, კომპანია აგრძელებს მუშაობას აშშ-ის მთავრობასთან, რათა უახლოეს მომავალში Mythos 5-ზე წვდომა კიდევ უფრო გაფართოვდეს, ხოლო Fable 5 კვლავ ხელმისაწვდომი გახდეს ფართო საზოგადოებისთვის.
წყარო: techcrunch.com






