
MIT Future Fest-ზე გამოსვლისას, iPod-ის „მამად“ წოდებულმა და Nest-ის დამფუძნებელმა ტონი ფადელმა ყურადღება გაამახვილა ისეთ წარუმატებელ AI პროდუქტებზე, როგორებიცაა Rabbit R1, Humane Ai pin და Limitless pendant. ფადელის თქმით, ეს მოწყობილობები მხოლოდ „ტექნოლოგიური სათამაშოებია“, რომლებიც რეალურ პრობლემებს არ ჭრიან.
ფადელი აღნიშნავს, რომ AI გაჯეტების შემქმნელები ცდილობენ მომხმარებელს „პირადი ასისტენტი“ შესთავაზონ, თუმცა ავიწყდებათ, რომ მსოფლიო მოსახლეობის 0.01%-ზე ნაკლებს თუ ჰყოლია რეალური ასისტენტი. ადამიანური ასისტენტის მიმართ ნდობის ჩამოყალიბებას წლები სჭირდება, ხოლო AI-ის შემთხვევაში ეს პროცესი კიდევ უფრო რთულია უსაფრთხოების რისკების გამო.
ექსპერტის აზრით, მომავლის წარმატებული AI აგენტი უნდა მუშაობდეს on-device პრინციპით, რათა უზრუნველყოფილი იყოს მონაცემთა კონფიდენციალურობა და მოწყობილობის ეფექტურობა. ფადელი სკეპტიკურადაა განწყობილი მონაცემთა ცენტრებზე დამოკიდებულების მიმართ და მიიჩნევს, რომ Apple-ს აქვს უპირატესობა აპარატურული უზრუნველყოფის კუთხით, თუმცა კომპანიას ჯერ კიდევ სჭირდება საკუთარი, მსოფლიო დონის AI მოდელის სრულყოფა.
ფადელი ხაზს უსვამს, რომ სტარტაპებისთვის ერთი შეცდომაც კი შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს, განსხვავებით ტექნოლოგიური გიგანტებისგან, რომლებსაც ექსპერიმენტებისთვის გაცილებით მეტი რესურსი აქვთ.
წყარო: techcrunch.com






