ტაივანური სტარტაპი, რომელიც ჩინურ გიგანტებს ბატარეების ბაზარზე უპირისპირდება

ლითიუმის ბატარეების გლობალურ ბაზარს ამჟამად ჩინური კომპანიები, როგორიცაა BYD და CATL, აკონტროლებენ. თუმცა, ინდუსტრიაში არსებობს კონსენსუსი, რომ შემდეგი თაობის ტექნოლოგია, რომელიც ბაზარზე არსებულ დისბალანსს შეცვლის, solid-state (მყარსხეულიანი) ბატარეებია. ტაივანური კომპანია ProLogium-ის დამფუძნებელი ვინსენტ იანგი აცხადებს, რომ მისი კომპანია ამ ტექნოლოგიის მასობრივ წარმოებას 2027 წლისთვის დაიწყებს.

ტრადიციული ბატარეებისგან განსხვავებით, რომლებიც თხევად ელექტროლიტებს იყენებენ, solid-state ბატარეები უფრო უსაფრთხო, მძლავრი და ტემპერატურული ცვლილებების მიმართ მდგრადია. ProLogium-მა უკვე მიიღო 1.5 მილიარდ ევროიანი გრანტი საფრანგეთში გიგაფაბრიკის ასაშენებლად და გეგმავს Nasdaq-ზე გასვლას 3.8 მილიარდი დოლარის შეფასებით.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინური კომპანიებიც აქტიურად მუშაობენ ამ მიმართულებით, გეოპოლიტიკური ფაქტორები და დასავლეთის მისწრაფება ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ ProLogium-ს კონკურენტულ უპირატესობას აძლევს. ვინსენტ იანგის თქმით, ბევრი რეგიონი ითხოვს მიმწოდებლებს, რომლებიც ჩინეთის ფარგლებს გარეთ ოპერირებენ, რაც სტარტაპისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

საინტერესოა, რომ solid-state ბატარეების პირველი მასობრივი გამოყენება შესაძლოა არა ელექტრომობილებში, არამედ რობოტიკასა და AI მონაცემთა ცენტრებში დაიწყოს. ამ სექტორებს ნაკლებად აშინებთ მაღალი საწყისი ფასი და მეტად აფასებენ უსაფრთხოებას. იანგი პროგნოზირებს, რომ 2032 წლისთვის კომპანიის შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ამ განვითარებადი ბაზრებიდან იქნება მიღებული.

წყარო: wired.com