
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა OpenAI-ის ChatGPT-ისა და xAI-ის Grok-ის სპეციალიზებული ვერსიები გაუშვა. 3 მილიონამდე სამოქალაქო და სამხედრო პირს უკვე აქვს წვდომა გენერაციულ AI ინსტრუმენტებზე, რომლებიც ადაპტირებულია „სამხედრო საჭიროებებზე“. ChatGPT Mil და Grok for Government წარმოადგენს GenAI.mil პორტალის ნაწილს, რომელიც გასულ წელს შეიქმნა.
GenAI.mil-ის მთავარი მიზანია, თავდაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს მისცეს წვდომა კომერციულ AI მოდელებზე ისე, რომ მგრძნობიარე სამთავრობო მონაცემები არ მოხვდეს საჯარო არხებში. ოფიციალური სამხედრო ვერსიები თავისუფალია მონაცემთა იმ შეგროვებისგან, რაც ჩვეულებრივი სამომხმარებლო პროდუქტებისთვისაა დამახასიათებელი. პორტალი უკვე აქტიურად გამოიყენება: 3 მილიონი თანამშრომლიდან 1.7 მილიონზე მეტი უკვე დარეგისტრირებულია.
ChatGPT Mil ფოკუსირებულია ადმინისტრაციულ ამოცანებზე, ლოჯისტიკასა და დაგეგმარებაზე, ხოლო Grok-ის შესაძლებლობები უფრო ფართო სამხედრო კონტექსტშია წარმოდგენილი. თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, Grok დაეხმარება სამხედროებს მისიების უფრო სწრაფად და ზუსტად შესრულებაში, დაწყებული შესყიდვების ანალიზიდან, დამთავრებული მიწოდების ჯაჭვის მართვით.
პენტაგონი აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას ტექნოლოგიურ გიგანტებთან, მათ შორის Amazon Web Services-თან, Microsoft-თან, Nvidia-სა და Reflection AI-თან, რათა გააძლიეროს საკუთარი AI შესაძლებლობები უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით.
წყარო: techcrunch.com






