ორეგონის გენერალურმა პროკურორმა Paramount-ისა და Warner Bros.-ის შერწყმის შეფერხების მცდელობა შეწყვიტა

ორეგონის გენერალურმა პროკურორმა, დენ რეიფილდმა, უარი თქვა Paramount-ისგან იმ დოკუმენტების მოთხოვნაზე, რომლებიც Warner Bros. Discovery-ის შერწყმას უკავშირდება. თავდაპირველად, რეიფილდი სასამართლოს მეშვეობით გარიგების 60 დღით გადადებას ითხოვდა, რათა მის ოფისს დოკუმენტაციის შესწავლის შესაძლებლობა ჰქონოდა.

მიუხედავად იმისა, რომ Paramount-მა გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა, პროკურატურის პოზიცია კვლავ კრიტიკულია. რეიფილდის კომუნიკაციების დირექტორის, ჯენი ჰანსონის განცხადებით, კომპანიამ უარი თქვა საგამოძიებო მოთხოვნის შესრულებაზე, რის გამოც პროკურატურამ რესურსების ფუჭად ხარჯვის თავიდან ასაცილებლად სარჩელი გაიწვია, თუმცა სამომავლო ნაბიჯებს კვლავ განიხილავს.

პროკურორის ინტერესის მთავარი საგანი იყო ე.წ. „Project Warrior“ — დოკუმენტები, რომლებიც Paramount-ის ლობირების მცდელობებს ასახავს. კომპანიის მფლობელები, დევიდ და ლარი ელისონები, დონალდ ტრამპის აქტიური მხარდამჭერები არიან, რაც ამ გარიგებას პოლიტიკურ კონტექსტს სძენს.

მიუხედავად იმისა, რომ ორეგონის მცდელობა შეჩერდა, გარიგების ანტიმონოპოლიური კუთხით დაბლოკვას კვლავ განიხილავენ კალიფორნია, ნიუ-იორკი და დიდი ბრიტანეთი. შერწყმას ასევე ეწინააღმდეგება ჰოლივუდის კინოინდუსტრიის წარმომადგენელთა ნაწილი.

წყარო: theverge.com