
სტარტაპ ეკოსისტემაში იშვიათია ისეთი ინტენსიური (და ზოგჯერ მწვავე) კონკურენცია, როგორიც Polymarket-სა და Kalshi-ს შორის მიმდინარეობს სწრაფად მზარდი საპროგნოზო ბაზრების (prediction market) სფეროში დომინირებისთვის.
მიუხედავად მკაცრი მეტოქეობისა, ორივე კომპანიის CEO ინვესტირებას ახდენს 5(c) Capital-ში — საპროგნოზო ბაზრებზე ფოკუსირებულ ახალ VC ფონდში, რომელიც Kalshi-ს ყოფილმა თანამშრომლებმა დააარსეს, იუწყებიან Fortune და Bloomberg.
5(c) Capital-ი, რომლის სახელიც საპროგნოზო ბაზრების მარეგულირებელ მუხლს უკავშირდება, თავისი პირველი ფონდისთვის $35 მილიონს იზიდავს. Kalshi-ს CEO-ს, Tarek Mansour-ისა და Polymarket-ის CEO-ს, Shayne Coplan-ის გარდა, ფონდის ცნობილ ინვესტორებს შორის არიან Marc Andreessen-ი და Ribbit Capital-ის დამფუძნებელი Micky Malka.
Kalshi-მ დაადასტურა, რომ Mansour-ი ფონდში ინვესტირებას ახდენს. Polymarket-ს კომენტარი არ გაუკეთებია.
ახალ ფონდს ხელმძღვანელობენ პარტნიორები Adhi Rajaprabhakaran-ი და Noah Zingler-Sternig-ი (Kalshi-ს ოპერაციების ყოფილი ხელმძღვანელი). ფონდი დაახლოებით 20 კომპანიაში ჩადებს ინვესტიციას და ძირითადად ინფრასტრუქტურულ მიმართულებებზე, მათ შორის მარკეტ-მეიქერებსა და ინდექსების დიზაინერებზე ფოკუსირდება.
ამავდროულად, Kalshi-ი $22-მილიარდიანი შეფასებით $1 მილიარდს იზიდავს, რაც ოთხი თვის წინანდელ შეფასებაზე ორჯერ მეტია. მისი კონკურენტი Polymarket-ი კი ინვესტორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს ახალ რაუნდზე, რომელმაც პლატფორმა შესაძლოა $20 მილიარდად შეაფასოს.
წყარო: techcrunch.com








