
კევინ მანდიამ, რომელიც ცნობილია კიბერუსაფრთხოების სტარტაპ Mandiant-ის დამფუძნებლის რანგში (რომელიც 2022 წელს Google-მა 5.4 მილიარდ დოლარად შეიძინა), თავისი ახალი სტარტაპისთვის, Armadin, 255.5 მილიონი დოლარის დაფინანსება მოიზიდა. კომპანიის შეფასებამ 2.5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
Series B რაუნდს სათავეში ჩაუდგნენ Andreessen Horowitz და Accel, რომლებსაც შეუერთდნენ Bain Capital Ventures, Redpoint, 8VC, Ballistic Ventures, Google Ventures, In-Q-Tel, Kleiner Perkins და Menlo Ventures. აღსანიშნავია, რომ ეს რაუნდი წინა, 190 მილიონიანი Series A რაუნდიდან სულ რაღაც ექვს თვეში შედგა, რითაც კომპანიის მიერ მოზიდულმა ჯამურმა ინვესტიციამ 445 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
Armadin საწარმოებს სთავაზობს უსაფრთხოების ახალ, მუდმივად მოქმედ მოდელს, რომელიც AI ეპოქის მოთხოვნებს პასუხობს. ტრადიციული პენეტრაციული ტესტირების ნაცვლად, სადაც სპეციალისტები ცდილობენ სისტემის გატეხვას და სუსტი წერტილების იდენტიფიცირებას, Armadin იყენებს agentic swarms-ის ტექნოლოგიას. ეს სისტემა ავტომატურად აკავშირებს სხვადასხვა მოწყვლადობას და ახდენს სისტემაზე თავდასხმის სიმულაციას. მიზანი ორგანიზაციებისთვის იმ ხარვეზების დროული აღმოჩენა და აღმოფხვრაა, რომლებსაც შესაძლოა ბოროტგანზრახული პირები ან ხელოვნური ინტელექტის მქონე ავტონომიური აგენტები გამოიყენონ.
წყარო: techcrunch.com






