თავდაცვითი ტექნოლოგიების სტარტაპმა Hadrian-მა 1.37 მილიარდი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა

თავდაცვითი ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე კომპანიამ Hadrian-მა განაცხადა, რომ 1.37 მილიარდი დოლარის მოცულობის ახალი საინვესტიციო რაუნდი დახურა, რის შედეგადაც კომპანიის საბაზრო შეფასებამ 7.87 მილიარდ დოლარს მიაღწია.

რაუნდის წამყვანი ინვესტორები არიან WCM Investment Management, Washington Harbour Partners, Valor Equity Partners, 137 Ventures და Baillie Gifford. მათთან ერთად, ინვესტირებაში მონაწილეობა მიიღეს ისეთმა ცნობილმა ფონდებმა და კომპანიებმა, როგორებიცაა 1789 Capital, Morgan Stanley Wealth Management, Apollo, T. Rowe Price, CapitalG, Andreessen Horowitz, Founders Fund და Lux Capital.

PitchBook-ის მონაცემებით, კომპანიის მიერ მოზიდულმა ჯამურმა კაპიტალმა დაახლოებით 2 მილიარდ დოლარს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ Hadrian-ის ბიზნეს მოდელი განსხვავდება ტრადიციული თავდაცვითი სტარტაპებისგან: კომპანია არ ქმნის AI-ზე დაფუძნებულ იარაღს, არამედ ავტომატიზებულ საწარმოო ობიექტებს აშენებს.

Hadrian-ის მიზანია სამხედრო ტექნიკისთვის საჭირო სათადარიგო ნაწილების მასობრივი წარმოება. მიმდინარე წლის მარტში კომპანიამ ალაბამაში მეოთხე საწარმო გახსნა, რომელიც წყალქვეშა ნავების დეტალების წარმოებაზეა ორიენტირებული. აღნიშნული პროექტი საჯარო და კერძო პარტნიორობის ფარგლებში განხორციელდა და მისი ღირებულება 2.4 მილიარდ დოლარს შეადგენს.

წყარო: techcrunch.com