ერინ ბროკოვიჩი მონაცემთა ცენტრების საიდუმლოებას უპირისპირდება

ცნობილი გარემოსდაცვითი აქტივისტი Erin Brockovich ახალ მისიაზე მუშაობს: მას მონაცემთა ცენტრების (data centers) მშენებლობაში მეტი გამჭვირვალობის შეტანა და ადგილობრივ თემებზე მათი გავლენის შესწავლა სურს.

Brockovich-მა, რომლის როლსაც Pacific Gas & Electric-ის წინააღმდეგ სასამართლო დავის ეკრანიზაციაში Julia Roberts ასრულებდა, ახლახან ვებგვერდი აამუშავა, სადაც აშშ-ის მასშტაბით არსებული მონაცემთა ცენტრების რუკაა წარმოდგენილი.

აქტივისტის განმარტებით, რუკა მუდმივად განახლებად რეჟიმშია და მონაცემებს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აგროვებს. Substack-ის პოსტში Brockovich-მა აღნიშნა, რომ აპრილში მონაცემთა ცენტრებთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ მოწოდების შემდეგ, მან პირველივე თვეში 4,000-მდე შეტყობინება მიიღო.

„ყველაზე გავრცელებული საწუხარი — იმაზე მეტად, ვიდრე ხმაური, წყლის მოხმარება ან გაზრდილი კომუნალური გადასახადებია — არის ერთი კონკრეტული სიტყვა, რომელიც ყოველ მეორე შეტყობინებაში ფიგურირებს: გამჭვირვალობა,“ — წერს ის.

Brockovich აკონკრეტებს, რომ ის არ გამოდის ზოგადად მონაცემთა ცენტრების ან AI-ის წინააღმდეგ. მისი პროტესტის მიზანია იმ პრაქტიკის შეცვლა, როდესაც პროექტები მხოლოდ ნებართვების მოპოვების შემდეგ ხდება საჯარო, დეველოპერები ზარებს არ პასუხობენ, ხოლო ადგილობრივი ოფიციალური პირები NDA-ს (კონფიდენციალურობის შეთანხმებას) მანამ აწერენ ხელს, სანამ მოსახლეობა პროექტის დაწყების შესახებ შეიტყობს.

წყარო: techcrunch.com