
Bloomberg-ის ჟურნალისტის, მარკ გურმანის ინფორმაციით, მეხსიერების ჩიპების გლობალური დეფიციტი Apple-ის ყველაზე პოპულარულ ლეპტოპს, MacBook Air-ს შეეხო.
გურმანის თქმით, პრობლემა, რომელიც AI-ტექნოლოგიების განვითარებისთვის საჭირო ჩიპებზე მაღალმა მოთხოვნამ გამოიწვია, თავდაპირველად მხოლოდ ნიშურ პროდუქტებს — Mac mini-სა და Mac Studio-ს აფერხებდა. თუმცა, ამჟამად დეფიციტი MacBook Air-ის მარაგებზეც აისახა, რასაც საცალო მოვაჭრეებიც ადასტურებენ.
Apple-ის ოფიციალურ ვებგვერდზე MacBook Air-ის შეკვეთის შემთხვევაში, მომხმარებელს ლოდინი აგვისტოს მეორე ნახევრამდე ან, კონკრეტული კონფიგურაციების შემთხვევაში, სექტემბრამდე მოუწევს.
Apple არსებული კრიზისის დასაძლევად ფასების კორექტირებასა და ჩინელი მომწოდებლებისგან მეხსიერების შესყიდვას გეგმავს. კომპანიამ უკვე გადადო ტრადიციული „სასწავლო წლის“ აქცია, ხოლო მარკეტინგულ მასალებში აქცენტი MacBook Pro-ს საბაზისო მოდელზე გადაიტანა, თანაც გაფრთხილებით: „MacBook Air-ის ხელმისაწვდომობა შეზღუდულია“.
წყარო: techcrunch.com






