გეოთერმული startup-ი Fervo 'სიკვდილის ველს' წარმატებით გადაურჩა

გაუმჯობესებულ გეოთერმულ ენერგიას პერსპექტიული წლები ჰქონდა, რაც დიდწილად data center-ების მიერ ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნით იყო განპირობებული. Fervo Energy-მ ამ ტენდენციის ფონზე მნიშვნელოვანი გარიგებები დადო, რაც მიანიშნებდა, რომ კომპანია ე.წ. „სიკვდილის ველს“ გადაურჩა.\n\nეს ტერმინი აღწერს პერიოდს, როდესაც startup-ს უკვე დამტკიცებული აქვს თავისი ტექნოლოგია, მაგრამ არ აქვს საკმარისი დაფინანსება მასშტაბური და მომგებიანი ოპერაციებისთვის. ბევრი startup-ი ამ ეტაპს ვერ ლახავს და კოტრდება.\n\nზუსტად როდის გამოდის startup-ი სიკვდილის ველიდან, საკამათოა. ერთ-ერთი საზომი ისაა, შეუძლია თუ არა მას პროექტის დასაფინანსებლად ისეთი ვალის აღება, რომელიც თავად კომპანიაზე არ არის მიბმული. Fervo-ს აქამდეც მოუზიდავს სასესხო კაპიტალი, თუმცა დღეს 421 მილიონი დოლარის მოცულობის უკურესურსის გარეშე (non-recourse) სესხის აღების შესახებ განაცხადა. ეს ნიშნავს, რომ სესხზე პასუხისმგებლობა კონკრეტულ პროექტზეა მიბმული და დეფოლტის შემთხვევაში პროექტი ჩავარდება და არა აუცილებლად კომპანია.\n\nპროექტს საფრთხე არ ემუქრება. დაფინანსება Fervo-ს Cape Station-ის ელექტროსადგურისთვისაა განკუთვნილი, რომელიც იუტაში მდებარეობს. სადგური ოპერირებას წელს დაიწყებს, 2027 წლის დასაწყისში 100 მეგავატამდე გაფართოვდება, ხოლო სრულად აშენების შემდეგ 500 მეგავატს მიაღწევს. ამ ეტაპზე სადგურის მიერ გამომუშავებული მთლიანი ენერგია უკვე გაყიდულია.\n\nFervo-მ აღნიშნა, რომ ასეთი ტიპის დაფინანსება, როგორც წესი, პირველი სახის ობიექტებზე არ გაიცემა. მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორია სრულად არ არის ათვისებული, Fervo-ს იქ გაბურღული ათზე მეტი ჭაბურღილის მონაცემები აქვს, რამაც კომპანიას ამ გარიგების დადებაში უდავოდ შეუწყო ხელი.

წყარო: techcrunch.com